Search logo

ნინო კვინტრაძის თვალით დანახული ავსტრია

ნინო კვინტრაძის თვალით დანახული ავსტრია

 

 

რესპოდენტი : ნინო კვინტრაძე

-         როგორია თქვენი თვალით დანახული ავსტრია?

-         ვენა საოცარი ქალაქია, ყველა კუთხე-კუნჭული არის ხელოვნების ნიმუში. ქალაქი გამოირჩევა შესანიშნავი არქიტექტურით, მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემით, სისუფთავით, ულამაზესი მუზეუმებით და გემრიელი კერძებით.

-         როდის და რატომ შეარჩიეთ ეს მიმართულება?

-         ვიყავი 2022 წლის 2-9 იანვარს, საახალწლო პერიოდში, როდესაც პედაგოგები ვისვენებთ. ვიყავი ჩემს უსაყვარლეს ყოფილ მოსწავლესთან და აწ უკვე ჩემ პატარა მეგობარ მაგდა კვესელაძესთან ერთად. საახალწლო პერიოდი განსაკუთრებულია ევროპაში, მაქვს ჩემი ტურისტული კომპანია emerald malachite travelling  (ზურმუხტისფერი მალაქიტის მოგზაურობა)  და თავად დავგეგმე ტური, სადაც გავაერთიანე 3 ქვეყანა : ავსტია, ჩეხეთი და ესპანეთი. უნდა აღინიშნოს, რომ ბილეთები ბევრად უფრო იაფია ზამთარში, ზაფხულთან შედარებით.

-         რამდენჯერ ხართ ნამყოფი?

-         მხოლოდ ერთხელ და სიამოვნებით წავიდოდი კიდევ

-         რამ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

-         ქალაქის მუზეუმებმა.

-         ცუდი გამოცდილება

-         ცუდი არაფერი მახსენდება

-         რისი ცოდნაა მნიშვნელოვანი ავსტრიაში გამგზავრებამდე?

-         ენის ბარიერი არსებობს, თუმცა ინგლისური ყველამ იცის და კომუნიკაციის დამყარება არც ისე რთულია. მნიშვნელოვანია იცოდეთ რუკის კითხვა და გქონდეთ ინტერნეტი.

-         გაქვთ თუ არა სურვილი უკან დაბრუნების?

-         რა თქმა უნდა

-         გვესაუბრეთ ადგილობრივი მოსახლეობის შესახებ

-         ხალხი ყოველთვის გვეხმარებოდა, ქუჩაში ნებისმიერ კითხვაზე პასუხს გვცემდნენ. აქვე გამოვარჩევ სასტუმროს პერსონალს თავისი პროფესიონალიზმით.

-         რას ურჩევდით მათ ვისაც სურს ავსტრიაში მოგზაურობა?

-         აუცილებლად მოინახულეთ ეს შესანიშნავი ქვეყანა

მსგავსი პოსტები

ინტერვიუ მონიკა სკოტთან - ბლოგერის სამოგზაურო გამოცდილება
23 წლის მოგზაური შივია ნატი, რომელმაც მომთაბარე ცხოვრება აირჩია
როგორ ვასწავლოთ ინგლისური სამხრეთ კორეაში: ინტერვიუ ლიანთან
"მიმართულებას ზღვა მიჩვენებს " - ვიტალი დავითაძე