გულშემატკივრების მორიგი ნაკადი საქართველოდან გერმანიის მიმართულებით უკვე დაიძრა. კიდევ ერთი ჩარტერული რეისი, ამჯერად კელნის მიმართულებით დაინიშნა. მთავრობის სუბსიდირებით მხოლოდ ესპანეთთან შეხვედრის საგულშემატკივროდ საერთო ჯამში, 4 ჩარტერი შესრულდა.
დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.