Search logo

რეჟისორი მარიამ ხაჭვანის მოგზაურობა ავსტრალიაში, სადაც აზიური ოსკარი მოიგო

რეჟისორი მარიამ ხაჭვანის მოგზაურობა ავსტრალიაში, სადაც აზიური ოსკარი მოიგო

„ჩავფრინდით თუ არა ბრიზბენში, შუახანს გადაცილებული აეროპორტის თანამშრომლები მხვდება თვალში, დაახლოებით 80 წლის მოხუცს პასპორტებს ვაწვდით, ის ბედნიერი გვიღიმის, შემდეგ ჩასვლის მიზეზს გვეკითხება, შემდეგ წარმატება გვისურვა და ბედნიერი სახით დაგვიბრუნა პასპორტები ,თუმცა შესვლის ბეჭედი არ ჩაარტყა. 

გასასვლელში დაახლოებით 70 წლის შარვალ კოსტიუმში გამოწყობილი კაცი გველოდებოდა , რომელმაც სასტუმრომდე წაგვიყვანა .

ბრიზბენის ცენტრში 20 სართულიან სასტუმროში დავბინავდით, მეშვიდე სართულზე. გამთენიისას, დაახლოებით ხუთ საათზე ,ყვავის ჩხავილი მაღვიძებს, ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა ბავშვობის მერე არ გამიგონია ეს ხმა, ვერ გავერკვიე ზუსტად სად ვიყავი, ვინაიდან სასტუმროში ღამე მოვედით და ძალიან დაღლილი გზებს ნამდვილად არ ვუყურებდი.

რომ გადავიხედე ფანჯრიდან,მაღალი ,ულამაზესი შენობები იდგა, ხალხი სამსახურებში მიდიოდა, ყვავი კი ისევ ჩხაოდა.

დილის ხუთ საათზე იწყებოდა საუზმე, რვაზე მთავრდებოდა.

ასეთი სუფთა და მოვლილი ქუჩებს, თუ სადმე ვნახავდი ვერ წარმომედგინა, სიგარეტს ქუჩაში არ ეწევიან, რა თქმა უნდა არც პირში გაბოლებენ.

ლურჯი ცა, თეთრი ღრუბლები, საქართველოს მთიან ლანდშაფტს მოგაგონებთ.

სასტუმროს წინ ულამაზესი მდინარე ბრიზბენი მიედინება, ხიდს იქეთ კი ულამაზესი ბოტანიკური ბაღია, აი, გავერკვიე, რომ ყვავის ხმა აქედან მოდის, უამრავი სახეობის ფრინველი, მცენარეები, ხეები. ყველა ხეს ესხა ნაყოფი, ერთი შეხედვით ხელშეუხებელ ბუნებას მოგაგონებთ.

უსასრულოდ შეგიძლიათ უსმინოთ ჩიტების გალობას.

ქუჩაში ყველა გიღიმის, გესალმება, .თითქოს ყველა ერთმანეთს იცნობს. განსხვავდებიან ამერიკელებისგან და ევროპელებისგან, ძალიან თბილი და ყურადღებიანი ხალხია.

ოფიციალურ და არაოფიციალურ სამსახურებში ახალგაზრდებთან ერთად ასაკოვანი ხალხიც მუშაობს.

ჩვენი გიდიც ასაკოვანი იყო, ყურადღებიანი და თბილი, როგორც ბებია.

შემდეგ კენგურუს გასაცნობად წაგვიყვანეს.

ზოოპარკში შესასვლელში დიდი ზომის პითონი იყო, მის წინ პატარა სცენაზე დაახლოებით ორმოცდაათამდე პირველი ან მეორე კლასის ბავშვები ისხდნენ , რომლებსაც გაკვეთილი უტარდებოდათ.

მერე ჩვენი რიგიც მოვიდა და შევხდით კენგურუს, კოალას და სხვებს))

მერე იქიდან რომ გამოვედით, ჩემ მეუღლემ გადაწყვიტა დაჯილდოების სხვა სტუმრებისთვის საქართველო ენახებინა და იქვე ჩამოკიდებულ რუკასთან გაჩერდა, საქართველო არ იყო, თან გაგვიკვირდა თან არა. დაახლოებით აჩვენა სად ვართ. იქ მივხდი, რომ ფიზიკურად თურმე რა პატარა ქვეყანა ვართ, რა დიდი კულტურის მქონე.

ნატურალური საკვები.

სულ ორი დღე და ორი ღამე ვიყავით მე და ჩემი მეუღლე.

ქვეყანა, სადაც ყოველთვის სიამოვნებით წავალ,თუნდაც ორი დღით.“ - ასეთი მოგზაურობის ისტორია აქვს სცენარისტსა და რეჟისორ მარიამ ხაჭვანს.

 

მარიამი ფილმების „დედეს“ და „დინოლას“ სცენარისტი და რეჟისორია. მისი პროფესიის გამო კი ხშირად უწევს მოგზაურობა და სწორედ ამ მიზეზით მოუწია მოგზაურობა ავსტრალიაშიც. ავსტრალიაში აზიის წყნარი ოკეანის კინო დაჯილდოების ცერემონიისთვის  (Asian Pacific screen Awards) ჩავიდა, სადაც 2 ჯილდო მიიღო. მათგან ერთ-ერთი იუნესკოს ჯილდო, კულტურულად მრავალფეროვანი ფილმისთვის.

რეჟისორი იმდენად აღფრთოვანდა ამ ქვეყნის მოსახლეობით, რომ მოგონებები მხოლოდ დადებითი წამოიღო. მარიამის თქმით, ბუნება, კეთილი და თბილი ხალხი ქუჩებში, სისუფთავე და მოწესრიგებული ბუნება, ეს ყველაფერი იმდენად ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, რომ არ არსებობს დაბრუნების სურვილი არ გაგიჩნდეს.

ძალიან თბილები არიან და გრძნობ სიყვარულს მათგან. სითბოში არ იგულისხმება, რომ ადამიანი გიღიმის, გაღიმებით შეიძლება ბევრ სხვა ქვეყანაშიც გაიღიმონ. იქ მართლა გრძნობ რომ ადამიანებს შენი ნახვა უხარიათ. ძალიან დიდ სიყვარულს გასცემენ და  ამიტომაც არიან ბედნიერები. 

 

მარიამი ყველას ურჩევს გამოიყენოს შესაძლებლობა და ესტუმროს ამ გასაოცარ ადგილს.

 

 

 

მსგავსი პოსტები