Search logo

" ვისთანაც კონტაქტი მომიწია იყვნენ საკმაოდ უხეშები, უცნაურები და უჟმურები" - ირაკლი ნინუას მოგზაურობა ბულგარეთში

"  ვისთანაც კონტაქტი მომიწია იყვნენ საკმაოდ უხეშები, უცნაურები და უჟმურები" - ირაკლი ნინუას მოგზაურობა ბულგარეთში

მოკლედ როგორც იქნა მოვახერხე ბულგარეთში დასვენება. ეს ჩემი რიგით 61-ე ქვეყანაა. ექვს დღიანი ვოიაჟის ფარგლებში ვესტუმრე ვარნას, ნესებარს და ბურგას.  ამ სამი ქალაქიდან გამოვყოფდი ნესებარს, რომელიც მართლაც ძალიან სასიამოვნო ძველი ქალაქია. ვარნამ ვერანაირი დადებითი ემოცია ჩემში ვერ გამოიწვია, თუმცა ერთ ადგილს მაინც გამოვყოფდი: უფასო გოგირდის წყლის ავზი, რომლიდანაც ამოსვლა არ მოგინდებათ, იმდენად სასიამოვნო ტემპერატურა აქვს წყალს. თვითონ ვარნა როგორც ქალაქი არის ძალიან არამიმზიდველი. იგივე შეიძლება ითქვას ბურგასზე. 
რატომღაც მომეჩვენა რომ ვარნაც და ბურგასიც იყო ძალიან ძვირი. უბანძესი სასტუმრო ღირს მინიმუმ 42 ევრო, ნორმალურის ფასი 80-100 ევრო.  კვება ძალიან უგემური. სერვისი ძალიან დაბალ დონეზე. არც ინგლისური და არც რუსული თითქმის არავინ არ იცის. ყველა მენიუ და წარწერა არის მხოლოდ ბულგარულად. ინგლისურად თუ დაელაპარაკე გეუბნებიან რუსული ვიციო, მაგრამ რუსული იმდენად ცუდად იციან რომ ვაი ეგეთ ცოდნას, სხვათა შორის ხანში შესულებმაც.  ბულგარელების უმეტესობა ვისთანაც კონტაქტი მომიწია იყვნენ საკმაოდ უხეშები, უცნაურები და უჟმურები. რამდენიმეს არა უშავდა, თუმცა უმეტესობამ ძალიან ცუდი წარმოდგენა შემიქმნა მათ ქვეყანაზე. 
ნესებარში ღამე პირდაპირ სანაპიროზე დარბიან უსაყვარლესი მელიები. ადამიანების დანახვაზე არ იმალებიან. დარბიან, საჭმელს ეძებენ. ხან სანაპიროსკენ გადახტებიან, ხან გორაკ-ბორცვზე აირბენენ..ასე ახლოდან ამდენი მელია ერთად მართლა არ მყავდა ნანახი.
ამ მოგზაურობის ყველაზე ბედნიერი ნაწილი იყო ალბათ თვითმფრინავის აფრენის მომენტი, რომელმაც ეს უცნაური თავგადასავალი უკვე მოგონებად აქცია...

 

 

 

ბლოგის ავტორია :  ირაკლი ნინუა 

ბლოგი დაფუძნებულია ავტორის პირად გამოცდილებაზე

 

#iraklininua

მსგავსი პოსტები