ალბათ ჩემსავით ბევრს ჰქონია სურვილი ველურ ბუნებაში აღმოჩენილიყო და თავისი თვალით ენახა ლომის, ვეფხვის, ჟირაფისა თუ სხვადასხვა ცხოველების ნამდვილი ცხოვრება.
მეც , მოგზაურობამდე 3 თვით ადრე ბილეთები შევიძინე კენიის მიმართულებით 2 პერსონაზე 1350 ევროს ფარგლებში და სულმოუთქმელად ველოდი ნანატრი დღის დადგომას.
ჩემოდნის მზადების პროცესში ვიყავი, როცა მეილზე შეტყობინება მივიღე, რომ ფრენა გაუქმდა და ოპერატორთან უშუალოდ გასაუბრების შემდეგ აღმოვაჩინე , ან სათუოზე უნდა გადამეცვალა ბილეთი ან თანხა დაებრუნებინათ.
ჩემი ნანატრი მოგზაურობის 1 დღით ადრე ჩაშლას ისევ თანხის დაბრუნება და ახალი ბილეთების ყიდვა ვამჯობინე, რაც არც მეტი არც ნაკლები 3200 ევრო დაგვიჯდა და მანამდე ვნერვიულობდი ისევ არ გაუქმდესთქო , სანამ ნამდვილად არ გავიაზრე, რომ აფრენილ თვითმფრინავში ვისხედით.
გაფრენამდე რამდენიმე დღე ალბათ საფარის ტურის ძიებაში გავლიე, სად , რა , როგორ უკეთესი იქნებოდა და როგორც იქნა ჩემთვის საუკეთესო ტურს მივაგენი, ბევრი დადებითი კომენტარით და უამრავი თავგადასავლით სავსეს.
1 კაცზე 600 ევროდ საფარის 5 დღიანი ტური დავჯავშნეთ.
აცრა? აცრა ალბათ ყველაფრის გავიკეთე რაც კი არსებობს. ამბობდნენ ყვითელი ცხელების აცრის გარეშე საზღვარზე არ შეგიშვებენო და არც არავის უკითხავს , თუმცა მე ხომ მშვიდად ვიყავი, რომ არაფერი დამემართებოდა.
ვიზაც 2 კვირით ადრე გავაკეთეთ, 70დოლარი გადავიხადეთ 1 პერსონაზე და ელექტრონული ვიზაც მალევე მივიღეთ.
8 საათიანი პირდაპირი ფრენის შემდეგ ნაირობიშიც ჩავფრინდით, აეროპორტიდან გასვლისთანავე შეიგრძნობ კენიის ცხოვრებას .
პირდაპირ სასტუმროსკენ გავემართეთ და მალევე დავიძინეთ, რადგან საფარის ტური დილის 6 საათზე იწყებოდა და ენერგიულად უნდა ვყოფილიყავით.
დილით საუზმეს მოუთმენლად ველოდით და მას შემდეგ რაც მკაფიოდ შესამჩნევი იყო მათი სინელე, საჭმლის სამზარეულოდან ტერასამდე გამოტანაში , ავდექი და დიდი მოწიწებით დახმარება შევთავაზე , მეც წავიღებთქო.
დიდი გაკვირვების მიუხედავად ცივი რძეც მოვატანინე ცხელის ნაცვლად, რათა მუსლი მეჭამა და ასეთ სისწრაფეში წასვლის დროც მივიდა.
არადა ისეთ ჰარმონიაში ვისხედით,
ტროპიკულ ხეებში ჩაფლულ ტერასაზე და ჩიტების გალობა საუკეთესო სიმღერად რომ ჩაგესმოდა ყურში .
ჯიპით მოგვაკითხეს , აი რომ შეხედავ ზუსტად ველური ბუნებისთვის რომ არის განკუთვნილი აი ეგეთით, თითქოს მაშინვე შევიგრძენი ველური სამყაროს სული.
ნაირობი ალბათ ერთადერთი დედაქალაქია სადაც შუქნიშანს ვერ შეხვდები, ყველა ისე მოძრაობს ,როგორც უნდა და ნამდვილად კარგი ვქენით , რომ მანქანა ჩვენ არ ვიქირავეთ, ალბათ არსებულ სატრანსპორტო “წესრიგს” ვერ გადავურჩებოდით.
მასაი მარა— უჰ, ამ სიტყვის გაგონებაც კი ველურ სამყაროში მაბრუნებს.
5 საათიანი მგზავრობის შემდეგ მასაი მარას ვესტუმრეთ, პირველად ზებრა დავინახე, თავისთვის, ლაღად და უშიშრად მდგომი , მულტფილმებში რომ კეთილი ცხოველები არიან აი ისე.
აქ მართლაც ყველაფერი კეთილი და ზღაპრის გმირული იყო.
აი სპილოს ჯოგს რომ მზის ჩასვლის ფონზე , უზარმაზარ ველზე გადაჭიმულ ჰორიზონტზე რომ უყურებ , ხედავ როგორ ბანს დედა შვილს, როგორ ზრუნავენ მშობლები შვილებზე და მთელი საოჯახო პროცესები შეგიძლია იხილო აქ.
ყელმოღერებულმა ჟირაფმაც არ მოგვანატრა თავი და ჩვენს წინ სიამაყით სავსე და თავდაჯერებული სპილოების ჯოგში მისეირნებდა .
იქვე ლომები ინიავებდნენ ფაფარს და ზოგს კი სიზმრების ნახვაში ჩვენი იქ ყოფნაც კი არ შეუმჩნევია.
მასაი მარას მოსახლეობა ზუსტად ისე ცხოვრობს როგორც პირველყოფილებზე გვსმენია, ტალახისგან აგებულ სახლებში ცხოვრობენ, შუქი მათ არ აქვთ, არც საპირფარეშოს არქონასაც უჩივიან და არც იმას, ყოველდღე მდინარის პირას რომ რეცხავენ ტანსაცმელსა თუ “საკუთარ თავებს “.
ამბობდნენ მასაი მარას სოფელში სტუმრობა გაძარცვის ტოლფასიაო, თუმცა ჩვენ ლამის აქეთ საჩუქრებით გამოგვიშვეს … თუმცა რეალურად ალბათ მართლებიც არიან, ცოტა მკაცრად უნდა იყო, რომ ყველა ნაბიჯის გადადგმაზე ფული არ მოგთხოვონ.
მას შემდეგ რაც ხელნაკეთი ნივთების გამყიდველ ქალთან ერთად სელფი გადავიღე, წამშივე რამდენიმე ქალი გაჩნდა ჩემთან , რომ სელფის გადაღებისთვის ფული გადამეხადა…
ისე მინდა, რომ ყველაფერი დეტალურად გიამბოთ, თუმცა თქვენც ხომ თავს ვერ შეგაწყენთ და სადღაც აუცილებლად უნდა დავასრულო.
მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომელი იქნებოდა საუკეთესო დასასრული, ის , რომ მაიმუნები პიკნიკის დროს ჭამას არ გვაცდიდნენ, რეინჯერი მიყვიროდა , რომ მდინარის ნაპირიდან გამოვსულიყავი , რომ ნიანგი არ დამსხმოდა თავს თუ ტბაზე ნავით რომ ვსეირნობდით რომელშიც უამრავი ბეჰემოთი არხეინად ნებივრობდა
ბლოგის ავტორია : მირანდუხტ დავითულიანი
ბლოგი დაფუძნებულია ავტორის პირად გამოცდილებაზე