ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ვულკანი, დეკემბრის შემდეგ უკვე მეხუთედ ამოიფრქვა. ხელისუფლებამ, ვულკანური აქტივობის საფრთხის გამო, დედაქალაქ რეიკიავიკის სამხრეთით ევაკუაცია გამოაცხადა.
ვულკანური მატერია 3.4-კილომეტრიანი ნაპრალიდან ამოიფრქვა, რომელიც რეიკიანესის ნახევარკუნძულზე, ჰელგაფელის მთასთან ახლოს, მდებარეობს. ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, უკანასკნელი ვულკანური აქტიურობა ბევრად მძლავრად დაიწყო, ვიდრე წინა 4.
29 მაისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით შუადღის პირველ საათზე დაწყებული ამოფრქვევისას გამოთავისუფლებულმა ლავის ნაკადმა გრინდავიკისკენ მიმავალი 3 გზიდან 2 ჩახერხა. ის ჯებირს მიუყვებოდა, რომელიც ქალაქის ინფრასტრუქტურის დასაცავად აშენდა.
შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ადგილზე მიმდინარე მოვლენებს