Search logo

"მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ერთ-ერთ პატარა მოგზაურობაზე" - ქრისტინე ჩხეიძის მოგზაურობა მალიორკაზე

"მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ერთ-ერთ პატარა მოგზაურობაზე" - ქრისტინე ჩხეიძის მოგზაურობა მალიორკაზე

მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ერთ-ერთ პატარა მოგზაურობაზე
პირველი დანიშნულების წერტილი ბარსელონა იყო, რომელზეც არ ღირს ბევრის წერა, რადგან  ძებნის შემდეგ მარტივად იპოვით უამრავ ინფორმაციას...
რაც შეეხება მაიორკას(მალიორკას), შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო. (იმედი მაქვს გამოგადგებათ მომავალში, რადგან როდესაც მე დამჭირდა  ბევრი ინფორმაცია ვერ ვნახე, შემდეგ იქ მცხოვრები მეგობარი გამომეხმაურა და მომცა რჩევები).
Let's Start from the Very Beginning…


ბარსელონაში გატარებული 4 დღის შემდეგ განსაკუთრებულად ველოდებოდით კუნძულზე გადაფრენას. პალმას აეროპორტში შუადღისას ჩავფრინდით, გამოსვლისთანავე იპოვით ავტობუსების გაჩერებას თავისივე განრიგით. ჩვენი სასტუმრო მაგალუფში იყო, ამიტომ გავყევით ავტობუსს A11, ფასი 6 ევრომდე. ძირითადად აეროპორტიდან ქალაქამდე გზები არ გამოირჩევა ხოლმე სილამაზით, მაგრამ ეს ის ერთ-ერთი გამორჩეული შემთხვევა იყო როცა სასტუმრომდე გზაზეც სილამაზით ვტკბებოდით. სასტუმრო იმაზე შთამბეჭდავი ხედებით დაგვხვდა ვიდრე ველოდით (თან ვურთავ ვიდეოს). აივანზე გასვლისთანავე უკვე იმაზე ვიწყებ ფიქრს, რომ აქ მხოლოდ 3 ღამით ვარ.  მოკლედ იწყება დაუვიწყარი 4 დღე. სამწუხაროდ ამ 4 დღეში ვერ მოვასწარით ყველაფერი გვენახა, რაც გვინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ არაა დიდი კუნძული და ქალაქიდან ქალაქში მარტივია გადასვლა, ავტობუსების გაწერილი გრაფიკისა და გადაჯდომების გამო რთულია ყველაფრის მოსწრება. სამაგიეროდ მიზეზი მაქვს უკან დაბრუნების და კიდევ უამრავი ადგილის მონახულების. თავად მაგალუფი არის ძალიან მხიარული, ცოცხალი, ღამის ცხოვრებითა და კლუბებით გამორჩეული, რომელიც სავსეა ბრიტანელი ტურისტებით. ერთი დღით გადავედით პალმაზე. მაგალუფიდან პირდაპირ მიდის ავტობუსი. დილას წასვლა და საღამოს ჩამოსვლა საკმაოდ კომფორტულია. პალმა განსაკუთრებულად მომეწონა. ულამაზესი ქუჩებითა და შენობებითაა დატვირთული. საშოპინგოდაც კომფორტულია. აქ აუცილებლად უნდა მოინახულოთ Catedral-Basílica de Santa María de Mallorca. მოკლედ, ვისაც უყვარს ზღვისპირა ქალაქები, საყვარელი და ვიწრო ქუჩებით, ულამაზესი პლაჟებით, უგემრიელესი კერძებით, დასვენებითა და გართობით, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ამ კუნძულს.
აქვე Reasons to go back to Mallorca:
Cap de Formentor
Alcudia's Old Town
The Hilltop Town and Monastery of Valldemossa
Cala Figuera
Caló des Moro
Botanicactus (Ses Salines)
და სხვა მრავალი...

 

ბლოგის ავტორია : ქრისტინე ჩხეიძე

ბლოგი დაფუძნებულია ავტორის პირად გამოცდილებაზე
 

მსგავსი პოსტები