Search logo

ფესი - ქალაქი, სადაც ცნობილი სერიალი "კლონი" გადაიღეს

ფესი - ქალაქი, სადაც  ცნობილი სერიალი "კლონი" გადაიღეს

ფესი  — სიდიდით მეორე ქალაქი მაროკოში, კასაბლანკას შემდეგ, ფეს-ბულემანის რეგიონის დედაქალაქი. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 1 მლნ ადამიანს შეადგენს.

ფესი, ყოფილი დედაქალაქი, ერთ-ერთია ქვეყანაში არსებული ოთხი „იმპერიული ქალაქიდან“, სხვა დანარჩენებია რაბატი, მარაქეში და მექნესი. ქალაქი მოიცავს სამ განსხვავებულ რაიონს — ფეს-ელ-ბალის (ძველი, კედელშემორტყმული ქალაქი), ფეს-ჯდიდს (ახალი ფესი) და ფრანგების მიერ შექმნილ უახლეს ნაწილს ახალ ქალაქს (Ville Nouvelle).

ფეს-ელ-ბალი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული. მისი მედინა, ესაზღვრება მსოფლიოში უდიდეს ავტომობილთანაგ თავისუფალ არეალს. ფესში მდებარე ალ-კარაუინის უნივერსიტეტი 859 წელს დაარსდა და მსოფლიოში უძველეს, დღემდე მოქმედ უნივერსიტეტად მიიჩნევა. ქალაქს ხშირად დასავლეთის „მექას“ და აფრიკის „ათენს“ უწოდებენ.

მსგავსი პოსტები