დღეს მოგზაურობა აღარ წარმოადგენს აუსრულებელ ოცნებას. რაც დრო გადის მოგზაურობა სულ უფრო მარტივი ხდება, თუმცა ქართველი მოგზაურების ძირითადი მიმართულება ევროპაა. უკანასკნელი წლების განმავლობაში ინტერმა იმატა აფრიკის მიმართაც. ალბათ არ არსებობს მოგზაური, რომელსაც არ აქვს სურვილი ნახოს ველური ბუნება, ცხოველები და ადგილობრივი მოსახლეობა.
აღსანიშნავია, რომ ეკვატორული ტყე ბევრი ძვირფასი მცენარის სამშობლოა. ყველაზე გავრცელებულია ზეთის პალმა, რომლის ნაყოფისგან პალმითს ხდიან. ბევრი ძვირფასი ხის მერქნისგან ამზადებენ ავეჯს და გააქვთ საზღვარგარეთ, მაგალითად, აბანოზის ხე. ეკვატორული ტყეების ცხოველთა სამყარო მდიდარია და მრავალფეროვანია. მათი უმეტესობა ხეებზე ბინადრობს. ფრინველების მწერების და მღრღნელების გარდა, ხეებზე ბინადრობენ მრავალრიცხოვანი მაიმუნები, მათ შორის შიმპანზეები. მიწაზე ბინადრობენ ფუნჯაყურიანი ღორები, ანთარი, წვრილჩლიქოსნები — აფრიკული ირემი, რომელიც 40 სმ სიმაღლისაა. კატის ზომის ჯუჯა ანტილოპა და სხვ. ტყისპირებსა და წყალსატევების ნაპირებთან გვხვდება დედამიწის ერთ-ერთი უიშვიათესი ცხოველი, ჯუჯა ბეჰემოთი, ჟირაფის მონათესავე ოკაპი, რომელიც მხოლოდ აფრიკაშია. ეკვატორული ტყეების ყველაზე დიდი მტაცებელია ავაზა, მიყრუებულ მიუვალ ადგილებში ცხოვრობენ გორილები. ტყის ყველა იარუსზე გავრცელებულია ჭიანჭველები. მათი ზოგიერთი სახეობა, ეგრეთ წოდებული მომთაბარე ჭიანჭველები, გრძელ კოლონებად გადადგილებისას, გზადაგზა ყველაფერს ანადგურებს. ტყეებში მწერების დიდი რაოდენობაა.
დიდი ცხოველების მრავალფეროვნება, აფრიკული ფაუნის დამახასიათებელი ნიშანია. ბალახისმჭამელების მუდმივი თანამგზავრებია მტაცებლები: გეპარდი, ტურა, ავაზა, ლომი. მდინარეებში ბინადრობს ნიანგი. სავანა ძალიან მდიდარია ფრინველებით. აქ არის ერთ-ერთი ყველაზე პატარა და ულამაზესი ფრინველი — მენექტრე, აგრეთვე დედამიწის ყველაზე დიდი ფრინველი აფრიკული სირაქლემა. ასევეა მარიბუ, რომელიც მხოლოდ აფრიკაში გვხვდება. სავანაში უჩვეულოდ ბევრი თერმიტია. მოსახლეობას უდიდეს ზიანს აყენებს ბუზი ცეცე. მას გადააქვს პირუტყის და ადამიანის დაავადების გამომწვევი ბაცილები, რაც ხშირად ორივესთვის დამღუპველია.
გთავაზობთ ტურისტებისთვის პოპულარულ 5 ადგილს აფრიკაში :
- სერენგეტის ეროვნული პარკი
ეროვნული პარკი ტანზანიაში, სერენგეტის ეკოსისტემის არეალში. მისი ფართობი 14 763 კმ²-ია. პარკი ცნობილია თავის ყოველწლიური მილიონ-ნახევარი წვერებიანი გნუსა და 250 000 ზებრის მიგრაციით. მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესო ველური ბუნების ნაკრძალად აფრიკაში, რაც უპირველეს ყოვლისა აქ გავრცელებული მტაცებლებისა და მათი მსხვერპლების სიუხვითაა განპირობებული. პარკში ასევე წარმოდგენილია 400-ზე მეტი სახეობის ფრინველი.
პარკის ძირითადად მოიცავს ბალახიან ვაკეებსა და სავანებს, ისევე როგორც მდინარის ჭალებსა და ტყიან ტერიტორიებს. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ტანზანიისა და კენიის სახელმწიფო საზღვართან, სადაც კენიის მხარეს ის მასაი-მარას ეროვნული ნაკრძალით გრძელდება. პარკის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ნგორონგოროს დაცული ტერიტორია, დასავლეთით კი იკორონგოსა და გრუმეტის სპორტული ნადირობის ნაკრძალები - ჩანჩქერი ვიქტორია
ჩანჩქერი მდინარე ზამბეზზე, სამხრეთ აფრიკაში. მდებარეობს ზამბიისა და ზიმბაბვეს საზღვარზე. ჩანჩქერის სიგანე 1,8 კმ-ია, სიმაღლე — 128 მეტრი. აღმოაჩინა შოტლანდიელმა მოგზაურმა დეივიდ ლივინგსტონმა 1855 წელს და სახელი უწოდა დიდი ბრიტანეთის დედოფლის ვიქტორიას პატივსაცემად. შემდეგ ჩანჩქერი ცნობილი გახდა ადგილობრივი სახელითაც „მოზი-ოა-ტუნია“ („მგრგვინავი კვამლი“). ჩანჩქერი აფრიკის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, 1989 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. - ტანზანია
სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში. შედის ერთა თანამეგობრობაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება კენიას და უგანდას, დასავლეთით — რუანდას, ბურუნდის და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკას, ხოლო სამხრეთით — ზამბიას, მალავის და მოზამბიკს. აღმოსავლეთით საზღვარია ინდოეთის ოკეანე. - მავრიკი
კუნძულოვანი სახელმწიფო ინდოეთის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ აფრიკაში. მადაგასკარიდან აღმოსავლეთით 900 კილომეტრში. რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიან კუნძულები: მავრიკი (ყველაზე დიდი, 1865 კმ²) და როდრიგესი (104 კმ²), რომლებიც მასკარენის კუნძულების ნაწილია. ასევე შედის არქიპელაგი კარგადოს-კარახოსი, აგალეგას კუნძულები და სხვა ბევრი მომცრო კუნძული. 2011 წლის აღწერით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 236 817 ადამიანს. ქვეყნის საერთო ფართობია 2045 კმ². დედაქალაქი — პორტ-ლუი, რომელიც კუნძულ მავრიკზე მდებარეობს.
- მასაი- მარას ეროვნული ნაკრძალი
ნაკრძალი აფრიკაში. მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ კენიაში და წარმოადგენს სერენგეტის ეროვნული პარკის ჩრდილოეთის გაგრძელებას. სახელწოდება მიიღო რეგიონის ტრადიციული მაცხოვრებლების მასაისა და ნაკრძალში გამავალი მდინარის მარას მიხედვით. ნაკრძალის ფართობია 1510 კმ². ნაკრძალის ლანდშაფტი ძირითადად სავანაა. ანტილოპების და ზებრების მიგრაცია ნაკრძალში
ნაკრძალში აქტიურად ხდება ანტილოპა გნუს ყოველწლიური მიგრაცია, რომლის დროსაც გადაადგილდება დაახლოებით 1,3 მლნ გნუ.