აპუა-ახალი გვინეის ეროვნული კატასტროფის ცენტრის თქმით, მასიურმა მეწყერმა 2 000-ზე მეტი ადამიანი მოიყოლა. ქვეყანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას საერთაშორისო დახმარებას სთხოვს, ვინაიდან სოფლამდე მისასვლელი მაგისტრალის დაზიანებისა და მეწყრის კვლავ გამეორების რისკის გამო სამძებრო სამუშაოები გართულდა.
მეწყერი სოფელ კაოკალამში ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის სამ საათზე ჩამოწვა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
მედიის ცნობით, ამ დროისთვის ამოყვანილია ოთხი ცხედარი.