Search logo

"ევროპაში, სადარბაზო საცხოვრებლის ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია , როგორც საძინებელი..."- მაკო სამხარაძე

"ევროპაში, სადარბაზო საცხოვრებლის ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია , როგორც საძინებელი..."- მაკო სამხარაძე

ევროპაში, შენი სახლის კარი ხისაა და ზუსტად იგივე ფერის ,რა ფერიც შენი მეზობლის კარია.

ევროპაში, სადარბაზო საცხოვრებლის ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია , როგორც საძინებელი.

ევროპაში შენობებს, ისევე როგორც მანქანებს პერიოდულად უტარდებათ ტექდათვალიერება და თუ შენობა რომელიმე სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, მას აწერიგებენ იმ თანხით,რომელიც შენობის ანგარიშზე ყოველთვიურად იდება სამეზობლოს მიერ. ხოლო სამეზობლოს , კომუნის პრეზიდენტი ყოველ წელს იცვლება.

ევროპაში იპოთეკური სესხი 0.99 პროცენტიდან იწყება და 4 პროცენტამდე მერყეობს. სამომხმარებლო სესხი კი 6 პროცენტშია.

ევროპაში , ერთი ლიტრი რძე 0.70 ცენტი ღირს, 12 ცალი კვერცხი 1.50 -2 ევრო , კარაქი პრეზიდენტი 3.68, ხოლო ორაგული 12 ევრო.

კომპლექსური სპორტული ცენტრის თვიური აბონიმენტის ფასი 30 ევროა.აქ ვარჯიშობს ყველა 15 წლის თინეიჯერიდან დაწყებული 80 წლის მოხუცით დამთავრებული.

ევროპაში თუ თქვენს ავტომობილს დაზღვევა არ აქვს ,მას ავტოფარეხიდანაც ვერ გაიყვანთ.

მართვის მოწმობის გამოცდა კი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ტარდება.

ევროპაში მარტოხელა დედები, მრავალშვილიანები, შმმ პირები, ომის ვეტერანები სარგებლობენ უამრავი სახის ბენეფიტებით სახელწიფოს მხრიდან.

ევროპაში, შენს საკუთარ ეზოში რომ ხე მოჭრა, ნებართვა მერიიდან უნდა აიღო და თუ ეზო კურორტის ზონაა, აუცილებლად მოგიწევს დარგო სხვა ხე ან ხეები.

ევროპა გცნობს და გიღებს როგორც ადამიანს, და არასდროს განგსჯის შენი დაბადების ადგილის,კანის ფერის თუ რასის მიხედვით, რადგან მთავარი ფასეულობა ადამიანია ,მისი თავისუფლება და თანასწორობა.

ევროპაში, 8 მარტი ქალების მანიფესტაციის დღეა, თანასწორი უფლებებისთვის ბრძოლის დღე და არა სუფრის და მოლხენის.

ევროპაში, ბაღის პედაგოგები იატაკზე სხედან, რათა ბავშვს მისი სიმაღლიდან ესაუბრონ. ბავშვები კი მას საკუთარი სახელით მიმართავენ.

ევროპელები იკვებებიან ძირითადად მედიტერანული სამზარეულოს კერძებით, მცირე და დაბალანსებული ულუფებით ნეიტრალური გემოს საკვებით.ამ გზით ინარჩუნებენ ჯანმრთელობას და სხეულის ფორმას ძალიან ღრმა სიბერემდე.

ევროპაში ვერ შეხვდებით მოხუცს, რომელსაც ბანკიდან სესხი აქვს აღებული ან ლიმონს ყიდის მეტროს ამოსასვლელში.

ევროპელი ბებო ესწრება კლასიკური მუსიკის საღამოებს, დადის ბევრს ფეხით და მოგზაურობს.

ევროპაში ასევე ვერ შეხვდებით მაწანწალა ,მიუსაფარ ძაღლს.

ევროპაში , ძაღლი მიჩნეულია როგორც მგრძნობიარე არსება (ser sintiente) და მისი დიდი ხნით, სახლში მარტო დატოვება აკრძალულია. დასჯადია მასზე ძალადობა და ცუდად მოპყრობა.

ევროპაში 2 წლამდე ბავშვს ან მოზრდილს არავინ უნიშნავს წამალს გრიპის ან გაციების დროს.ანტიბიოტიკის მიცემა, განსაკუთრებით ბავშვებში უმკაცრესად კონტროლდება.

ევროპელებს არ აქვთ გამოთქმა რომ რაც კარგები არიან თავად არიან,პირიქით ინტერესდებიან სხვა ქვეყნების კულტურით,კერძებით და არ დევნიან არც არაბებს ,რომლებმაც მათ ქალაქის ცენტრებში ტერაქტები მოუწყვეს.

ევროპელები შეგნებულ ასაკში ქმნიან ოჯახებს და მათთვის სამყაროს ცენტრი და მთავარი ღირებულება სწორედ ოჯახია. დასვენების დღეები და ოჯახთან გატარებული ყოველი წამი ძალიან ძვირფასია.

ევროპელებს მიაჩნიათ რომ მომავალი არა მესაზე დგომით,არამედ შრომით მიიღწევა.

ევროპელი მოხუცი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ტკბება ცხოვრებით.

ევროპელებმა ამ კონდიციამდე მისასვლელად ბევრი იბრძოლეს და იბრძვიან, რომ სამყარო იყოს უფრო მშვენიერი და ადამიანზე მორგებული.

ევროპაში 70 წლის ქალბატონმა შესაძლოა შექმნას ოჯახი ,ან გაიჩინოს შეყვარებული.

ევროპაში 40 წლის მშობიარეს პირად საქმეში არ უწერენ "ხანდაზმულს. "

ევროპაში ეკლესიები ეხმარებიან ქუჩაში დარჩენილ ტურისტებს და მიუსაფარ ადამიანებს ცხელი საკვებით ,საწოლით და შხაპით.

ევროპელებს პატარა დაბალი გამავლობის ეკონომიკური მანქანები ყავთ ქალაქში გადასაადგილებლად, იხდიან გამონაბოლქვის წლიურ გადასახადს.

ევროპელებს აქვთ მსოფლიოში მოწინავე საუკუნოვანი უნივერსიტეტები, სამედიცინო დაწესებულებები და ხარისხი, რომლისკენაც დანარჩენი მსოფლიო მიისწრაფვის.

ევროპაში ამაზონს მეორე ან მესამე დღეს მოაქვს შეკვეთა.

ევროპული ჯუჯა სახელმწოფოები (ანდორა, მონაკო) დიდი სახელწოფოების ერთი სოფლის ტოლია, მაგრამ მათი სუვერენიტეტი უზენაესი და ხელშეუხებელია.

ევროპაში პრეზიდენტი, რომლის პარტიაც კორუფციაში იქნა მხილებული ,ზუსტად 48 საათში გადააყენეს იმპიჩმენტის წესით.

ევროპაში ბავშვებს ,მოხუცებს და ცხოველებს იცავენ და უფრთხილდებიან ყველგან.

ევროპელებმა ჩასვეს ციხეში დივა ,საუკუნის მომღერალი ქალი,როდესაც ის კორუფციაში იქნა მხილებული.

ევროპაში რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეს ვერ იყოდი ნაკვეთს ქალაქის ცენტრში და ვერ ჩადგამ ვერანაირ შენობას ,თუ ეს ლანდშაფტის დიზაინს და სხვა სამშენებლო წესებს არ ექვემდებარება .

ევროპაში ეტლით მოსარგებლე ადამიანი ,მთელი დღის მანძილზე ივლის ქალაქში ,ისე რომ არსად შეფერხდება .

ევროპაში არ დგას საკითხი ასე და არავინ გეკითხება მოგწონს თუ არა ლესბო ან გეი წყვილი. მათზე ძალადობა და აგრესია ისჯება კანონით,რადგან ისინი ადამიანები არიან.

ევროპელ , ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა ყოველ დღე ისაუზმოს კაფეში,სადაც ყავა კრუასანით 3 ევრომდე ღირს.

და ბოლოს, ყველა დიდ სახელმწიფოს ჭირდება მოკავშირე და პარტნიორი, რადგან ისინი დამოუკიდებლად ვერ არსებობენ . როგორ უნდა იარსებოს პატარა საქართველომ ევროპის გარეშე ,რუსეთის მეზობლად?

ევროპა არის ფასეულობების, ტრადიციების, ღირებულებების უზარმაზარი სკივრი და ვისაც მის ხსენებაზე მხოლოდ ლგბტ თემი გახსენდებათ და ამით აპელირებთ, თქვენ განათლებასთან და მიმღებლობასთან და ზოგადად ინტელექტთან ახლოს არ ჩაგივლიათ.

No photo description available.

ფოტოზე:

საცხოვრებელი სახლის სადარბაზო ბარსელონაში.

 

პოსტის ავტორი : Mako Samkharadze

მსგავსი პოსტები