Search logo

"ყველაზე სუფთა ყინული დედამიწაზე" - დუბაის ბარებში სასმელს გრენლანდიის ყინულით აგრილებენ

"ყველაზე სუფთა ყინული დედამიწაზე" - დუბაის ბარებში სასმელს გრენლანდიის ყინულით აგრილებენ

დუბაის ბარებში სასმელებს „დედამიწაზე ყველაზე სუფთა ყინულით“ აგრილებენ. ასე უწოდებენ ყინულს, რომლის მიწოდებაც გრენლანდიის მყინვარებიდან ხდება. მყინვარებზე 100 ათასი წლის წინ ფორმირებულ ყინულს მოიპოვებენ, რომელსაც არ ჰქონია კონტაქტი ნიადაგთან და არ არის დაბინძურებული. ამიტომ, ეს „ყველაზე სუფთა ყინულია დედამიწაზე“, რომელიც ჩვეულებრივ ყინულზე ნელა დნება.
ბოლო წლების განმავლობაში იდეა ბევრ კომპანიას ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ განხორციელება სტარტაპმა Arctic Ice-მა შეძლო და უკვე რეგულარულად ამარაგებს ბარებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ ამ გზით ცდილობენ გრენლანდიისთვის, რომელიც დიდწილად დანიის დაფინანსებაზეა დამოკიდებული, შემოსავლის ახალი წყარო იპოვონ.

იდეას, ბევრი კრიტიკოსიც გამოუჩნდა და მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს გლობალურ დათბობას. მიუხედავად მოწინააღმდეგეებისა, სულ უფრო მეტი ბარი ცდილობს ყინულის მოპოვებას. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გრენლანდიის ყინულიან სასმელებზე ბარებში მოთხოვნა და ინტერესიც საგრძნობლად იზრდება.

Arctic Ice’s boat collecting ice in the Nuup Kangerlua, the fjord around Nuuk, the Greenlandic capital.

 
 

მსგავსი პოსტები

ხათუნა კოშაძე : ბევრი მეკითხება     რატომ დავდივარ ახალ წელს  დუბაიში
Flydubai დუბაიში პირდაპირ ფრენებს საქართველოს კიდევ ერთი აეროპორტიდან შეასრულებს
როდის უნდა იმოგზაუროთ დუბაიში? - საუკეთესო თვე ტურის დასაგეგმად
მიშლენის მეგზურმა დუბაის მესამე გასტრონომიული გზამკვლევი წარადგინა