Search logo

საქართველო მდგრადი გასტრონომიის დღის აღნიშვნას შეუერთდა

საქართველო მდგრადი გასტრონომიის დღის აღნიშვნას შეუერთდა

საქართველო პირველად შეუერთდა გლობალურ საზოგადოებას მდგრადი გასტრონომიის დღის აღნიშვნას.

აღნიშნული ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და Tbilisi Gastro Week-ის ორგანიზებით გაიმართა.

 გახსნის ცერემონიას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

ამ დღის აღსანიშნავად, თბილისი გასტრო კვირეულის ფარგლებში, მოწვეულია ცნობილი შეფ-მზარეული ნულოვანი ნარჩენების შემცველ გასტრონომიაში, ალბერტ ფრანშ სანიერი.

Tbilisi Gastro Week-ის მიზანია სტუმრებისთვის დაუვიწყარი, ექსტრავაგანტური და

უნიკალური გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნა, გასტრონომიის

ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის კი - ახალი პერსპექტივების გაჩენა როგორც

ადგილობრივ ბაზარზე, ისე - საერთაშორისო გასტროტურიზმის მიმართულებით.

მსგავსი პოსტები

საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ფრანკფურტის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ
პოპულარული გამოცემა ELLE-ს ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს საუდის არაბეთში გაეცნენ
„საქართველო ცივილიზაციის თასი“ -დოკუმენტური ფილმი Channel 4-ზე