2024 წლიდან “ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემის” (ETIAS) სამოგზაურო ავტორიზაცია დაგჭირდებათ.
ETIAS-ის მგზავრობის წინასწარი დასტური (ავტორიზაცია) არის ევროკავშირის მიერ შემოღებული ახალი მოთხოვნა. ის ეხება მოგზაურებს უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნიდან, რომლებიც შედიან შენგენის 27 ქვეყნიდან ნებისმიერში, ბულგარეთში, რუმინეთში ან კვიპროსში. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ETIAS-ის ოფიციალურ ვებგვერდზე: europa.eu/etias.
თუ მოდიხართ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნიდან , ევროპაში გასამგზავრებლად ETIAS-ის ავტორიზაცია უნდა გქონდეთ. თუმცა ამ წესიდან გამონაკლისები არსებობს – დარწმუნდით, რომ შეამოწმეთ ETIAS-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, ეხება თუ არა რომელიმე მათგანი თქვენს სიტუაციას.
Error! Filename not specified.
7 რამ, რაც ETIAS-ის შესახებ უნდა იცოდეთ
- ETIAS-ი არის ახალი მოთხოვნა მოგზაურობასთან დაკავშირებით: თუ ხართ ზემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი ქვეყნიდან, 2024 წლიდან თქვენ უნდა მიიღოთ ETIAS-ის სამოგზაურო ავტორიზაცია ევროპის 30 ქვეყნიდან ნებისმიერში შასასვლელად.
- ETIAS-ზე განაცხადისთვის დაგჭირდებათ:
- პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა 3 თვეს აღემატება
- ელექტრონული ფოსტის მისამართი
- ონლაინ ფორმის შევსება
- გადასახადის გადახდა 7 ევროს ოდენობით
- ETIAS-ი მოკლევადიანი ვიზიტებისთვის არის განკუთვნილი: ETIAS-ის მოქმედი სამოგზაურო ავტორიზაციით 90 დღის განმავლობაში ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში შეძლებთ დარჩენას ევროპის 30 ქვეყნიდან ნებისმიერში.
- თქვენი ETIAS-ის ავტორიზაცია ძალაში იქნება 3 წლის განმავლობაში, ან სანამ განაცხადში მითითებული პასპორტის მოქმედების ვადა ამოიწურება, რომელიც პირველი მოხდება. შეგიძლიათ იგი მრავალჯერადი შესვლისთვის გამოიყენოთ.
- ETIAS-ი არ არის ვიზა: ETIAS-ის ავტორიზაციის მისაღებად განაცხადს ავსებთ ონლაინ, არ გჭირდებათ საკონსულოში წასვლა, თქვენი ბიომეტრიული მონაცემები არ შეგროვდება და ეს ბევრად უფრო სწრაფი და იაფი იქნება, ვიდრე შენგენის ვიზის მიღება.
- ევროპა პირველი არ არის, ვინც უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებისთვის მოგზაურობის ავტორიზაცია შემოიღო: მსგავსი სამოგზაურო ავტორიზაციის მოთხოვნა არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში.
- სისტემა ჯერ არ ფუნქციონირებს და ამ ეტაპზე არცერთი განაცხადი არ გროვდება: ETIAS-ის დაწყების ზუსტ ვადებს ევროკომისია მალე გამოაცხადებს.
- უფრთხილდით თაღლითებს
არსებობს მხოლოდ ერთი ოფიციალური ETIAS-ის ვებგვერდი: www.europa.eu/etias. როდესაც სისტემა ამოქმედდება, განაცხადის ფორმა ამ ვებგვერდზე გახდება ხელმისაწვდომი.
წყარო : Delegation of the European Union to Egypt