Search logo

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რაჭაში ტუროპერატორებისთვის ინფო-ტურს ატარებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რაჭაში ტუროპერატორებისთვის ინფო-ტურს ატარებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რაჭაში ტუროპერატორებისთვის ინფო-ტურს ატარებს.  კერძო სექტორის 30-მდე წარმომადგენელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტს ეწვია.  3 დღიანი ტურის ფარგლებში ტუროპერატორები მუნიციპალიტეტში მდებარე სასტუმროებს ათვალიერებენ,  ეცნობიან ინფრასტრუქტურას და სერვისებს რასაც ბიზნესის წარმომადგენლები მომხმარებლებს სთავაზობენ.

ინფო-ტურის მიზანია შიდა და შემომყვანმა  ტუროპერატორებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შედარებით უცნობი ადგილები და ობიექტები მოინახულონ და მარშრუტების გათვალისწინებით ქართველი თუ უცხოელი ვიზიტორთათვის ტურისტული პაკეტები მოამზადონ.

ინფო-ტური  ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროსა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

 


 

მსგავსი პოსტები

ნიკორწმინდა - გუმბათოვანი ტაძარი ნიკორწმინდაში
ოდა ლუქსი - კოტეჯი ნიკორწმინდაში
საუცხოო ქოხი  - გაატარე ბედნიერი დღეები რაჭაში