Search logo

დაიღუპა 1 მგზავრი, დაშავდა 30 - უბედური-შემთხვევა ლონდონი-სინგაპურის რეისზე

დაიღუპა 1 მგზავრი, დაშავდა 30 - უბედური-შემთხვევა ლონდონი-სინგაპურის რეისზე

ლონდონი-სინგაპურის რეისზე 1 მგზავრი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. კომპანიის ინფორმაციით, მიზეზად ძლიერი ტურბულენტობა სახელდება.

"Singapore Airlines ღრმა მწუხარებას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. ბოდიშს ვიხდით ტრავმული გამოცდილებისთვის, რომელიც განიცადეს ჩვენმა მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა ამ რეისზე" - განაცხადა ავიაკომპანიამ და დაამატა, რომ ისინი, ტაილანდის ხელისუფლებასთან ერთად, ყველა საჭირო დახმარების უზრუნველსაყოფად მუშაობენ.

მათივე ცნობით, დაშავებულები სამედიცინო დახმარებას საავადმყოფოებში გადიან. ბორტზე 211 მგზავრი და 18 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. 

მსგავსი პოსტები

ისრაელის მოქალაქეებს მალდივის რესპუბლიკაში შესვლა აეკრძალათ
აშშ-ში არალეგალურად ჩასულ ქართველებს აღარ მიიღებენ
Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეცხრე ოფიციალური ცერემონია გაიმართება
ჩინეთში აშენებულმა ახალმა გზამ 10 მსოფლიო რეკორდი დაამყარა