მსოფლიოში უამრავი საშიში კუნძული არსებობს, სადაც ადამიანთა ყოფნა კანონით აკრძალულია. ერთ-ერთი ასეთი კუნძული ბრაზილიაში მდებარეობას, რომელსაც ქეიმადა-გრანტი, ანუ გველების კუნძული ეწოდება.
გველების კუნძულის ფართობი 430 000 კვ. მ-ია და Discovery Channel-ის მიერ გადაღებული, დოკუმენტური ფილმის მიხედვით, კუნძულის ზოგიერთ ადგილზე, ყოველ კვ. მ-ზე, 1 გველი მოდის. რაც იმას ნიშნავს, რომ კუნძულზე, ასობით ათასი გველი ბინადრობს და ეს რომ მოგონილი ციფრები არ არის, ამაში დარწმუნება სულ ადვილად შეიძლება. საკმარისია, ნავიდან კუნძულის სანაპიროს გახედოთ და ერთმანეთზე გადახლართულ გველების გორგლებს დაინახავთ.
რეგიონში გავრცელებული, პოპულარული თეორიის თანახმად, 11 ათასი წლის წინ, ზღვის დონემ აიწია და კ. ქეიმადა-გრანდი ბრაზილიას გამოეყო. გველების ძირითად საკვებს ფრინველები წარმოადგენენ, თუმცა ადამიანებიც გამხდარან მათი მსხვერპლნი. ათობით ადამიანი იმსხვერპლა შხამიანმა გველებმა, სანამ კუნძული აკრძალულ ზონად არ გამოცხადდა. მიუხედავად ტურისტებისა და ადგილობრივების ექსტრემალური ინტერესისა, კუნძული ყველასთვის ხელმიუწვდომელია. კუნძულზე გადასვლის უფლება მხოლოდ ადგილობრივი პოლიციის თანხმობით მკვლევარებს შეუძლიათ. მათაც მხოლოდ შესაბამისი აღჭურვილობით და წესების დაცვით.
კუნძულს უამრავი საზარელი ისტორია უკავშირდება. ერთ-ერთი ისტორიის თანახმად ერთმა ბრაზილიურმა ოჯახმა კუნძულზე დასახლება და მისი ათვისება გადაწყვიტა. როგორც ამბობენ, ისინი სახლიდან მას შემდეგ გამოიქცნენ, რაც ის გველებით გაივსო. რაც შეეხება ფაქტებს, – კუნძულზე დასახლებული ადამიანების ნაწილები, მთელს ტერიტორიაზე იყო მობნეული, როდესაც მასზე, ოჯახის ნათესავების თხოვნით, მაშველთა ჯგუფი ჩავიდა.
მიუხედავად კუნძულის საშიშროებისა და მსხვერპლთა სტატისტიკისა კუნძულს ბრაზილიის ხელისუფლება იცავს და გველები “კანონით დაცულნი” არიან.
კუნძულის მრავალრიცხოვან გველებს შორის, ნახევარზე მეტი კუნძულის ბოტროპსია. ქეიმადა-გრანდი – ერთადერთი ადგილია, სადაც ეს გველები ბინადრობენ. ამიტომ, ბრაზილიის ხელისუფლება გულმოდგინედ იცავს ამ ქვეწარმავლებს.
ტურისტებისთვის კუნძულის დათვალიერება მხოლოდ განსაზღვრული მანძილიდან, ნავით არის შესაძლებელი.