მოგესალმებით,
გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას საქართველოდან საფრანგეთამდე მანქანით მოგზაურობის შესახებ.
წასვლისას გავიარეთ გერმანია,ავსტრია,უნგრეთი,რუმინეთი,ბულგარეთი და თურქეთი.
წამოსვლისას რა თქმა უნდა თურქეთი,ბულგარეთი,სერბეთი,ხორვატია,სლოვენია,იტალია(შვეიცარიის საზღვართან) და საფრანგეთი.
ვიყავით Volkswagen Caddy-თ და გზა პეაჟებით და ფასიანი ავტობანებით დაგვიჯდა დაახლოებით 1600-1700 ევრომდე(ზუსტად არ დაგვიანგარიშებია) .
თითქმის ყველა ქვეყანაში რომ შედიხართ,აწერია « Vignette” ან « wignette » და პირველივე ბენზინგასამართ სადგურზე ყიდულობთ. ბულგარეთიდან თურქეთში როგორც გადავედით,დაახლოებით 25 ევრომდე გადავიხადეთ,იქ არაფერი არ მოგვცეს,უბრალოდ მანქანის მარკა და ნომრები დაარეგისტრირეს და ყველა პეაჟის ბარიერი ავტომატურად იღებოდა.
წასვლისას რუმინეთში საგზაო სარემონტო სამუშაოები იყო და სულ უღელტეხილებზე გვატარა (პ.ს ძალიან ლამაზი იყო,ბახმაროსავით ღრუბლებში ვიარეთ ), უბრალოდ მაქსიმუმ 40-50- ით დავდიოდით.
ბულგარეთმა ცოტა დამშოკა, ჩვეულებრივი საბჭოთა კავშირის ხანაა, თავისი აღებ-მიცემობით.
წამოსვლისას, ვინაიდან ვიღაცამ ბოროტად ისარგებლა და ინტერნეტ გადახდით 320 ევრო გადაიხადა, ბარათი დაბლოკილი მქონდა და ბულგარეთში ევროს ძლივს “ვასაღებდით". ამ დროს,სერბეთში ევროთი გადახდის და გადახურდავების პრობლემა არ მქონია. სერბეთი ერთ-ერთ ჩემს ფავორიტ ქვეყნებს დაემატა.
შევდიოდით თითქმის ყველა ქვეყნის დედაქალაქში და ძალიან ბევრი საინტერესო ლოკაცია მოვინახულეთ. ვინაიდან არდადეგების პერიოდი იყო,საზღვრებზე იყო კილომეტრიანი რიგები და დაახლოებით 28 საათი
საზღვრებზე დავყავით ორივე გზაზე.
ყველაზე უსაზიზღრესი და არაემპათიური სტაფი ჰყავს თურქეთს ყველა საზღვარზე. პლუს,ვერც ერთ ენაზე ვერ ლაპარაკობენ ან არ ლაპარაკობენ.
ცუდი გამოცდილება: ჩემს შვილს პასპორტის ვადა ჰქონდა ერთი თვე დარჩენილი და ბულგარეთის საზღვრიდან თურქებმა უკან მოგვაბრუნეს,რადგან მინიმუმ ორი თვე უნდა ჰქონდეს ვადა დარჩენილიო , მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული საბუთებიც გვქონდა. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და უღრმესი მადლობა საქართველოს საელჩოს ბულგარეთში. შაბათ დღეს გამიკეთეს დროებითი დასაბრუნებელი მოწმობა. ედირნიდან სოფიაში ჩავედით და იმ დღესვე მივუბრუნდით იმავე მესაზღვრეს ,რომლის გაოცებასაც საზღვარი არ ჰქონდა.
ასევე უაზროდ გაგვამწარეს საქართველოს საზღვარზე შემოსვლისასაც. დაძინებული ბავშვები გამაღვიძებინეს,ფეხით უნდა გადმოვიდნენო და მათ შორის ერთ-ერთი შშმ პირი, ბავშვი რომელიც ეტლით სარგებლობს. იქიდან კი ვიხმარეთ ჭკუა და მეუღლე ფეხით გადმოვიდა და ბავშვებს მარტო ხომ არ გაუშვებდნენ ,ვუთხარი მარტო ვარ-თქო.
ბავშვების შემთხვევაში გაითვალისწინეთ დაბადების მოწმობები,ინგლისურად ნათარგმნი,ორიგინალთან ერთად.
ბულგარეთში,რუმინეთში და სერბეთში გაითვალისწინეთ დასასვენებლად ხალხმრავალ ადგილას გააჩეროთ, უსაფრთხოების მიზნით.
სასტუმროები ძალიან იაფია რუმინეთში,ბულგარეთში და სერბეთში. დაგვჭირდა 11 დღე,ორივე გზა.
კიდევ ბევრი რამის დაწერა მინდა,მაგრამ ისედაც დიდი ტექსტი გამოვიდა. იმედია ვინმეს გამოადგება.
ბლოგის ავტორია : თეა ბოჭორიშვილი
ბლოგი დაფუძნებულია ავტორის პირად გამოცდილებაზე