Search logo

"დერეფნებში ბავშვების აჩრდილები დარბიან" - მოჩვენებებით სავსე კოშკში ლონდონში

"დერეფნებში ბავშვების აჩრდილები დარბიან" - მოჩვენებებით სავსე კოშკში ლონდონში

ლონდონის ყველასთვის ცნობილი კოშკი, სამეფო სასახლე გახლდათ, რომელიც მე-12 საუკუნიდან იცავდა მდინარე ტემზას. კოშკის კედლებს უამრავი საზარელი რამ უნახავს, როგორიც იყო სიკვდილით დასჯა, თუ ადამიანთა წამება. ერთ-ერთი მსხვერპლი, რომლის სიკვდილიც კოშკს უკავშირდება ანა ბოლეინია. ანა ბოლეინი ინგლისის მეფის ჰენრი VIII-ის მეორე ცოლი და ელისაბედ I-ის დედაა. ანა ბოლეინს ბრალი ედებოდა ღალატში.  მას ბრალი ედებოდა ღალატში. ენს ერთ-ერთ საყვარლად მისი ღვიძლი-ძმა, ჯორჯი დაასახელეს. სასამართლომ ჯორჯსაც და ენსაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 1536 წლის 19 მაისს დედოფალი ეშაფოტზე აიყვანეს და თავი მოჰკვეთეს.
დაარსებიდან ასობით წლის შემდეგ, ყოფილი სამეფო რეზიდენცია და ცნობილი ციხე ახლა სავსეა ტურისტებით. ტურისტების ყურადღებას არა მისი ისტორიული მნიშვნელობა, არამედ ის ლეგენდები იპყრობს, რომელიც ამ კოშკის ირგვლივ ისმის. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილის ექსტრემალური და პარანორმალური მოვლენების მოყვარულები ჩამოდიან რათა კოშკში „მცხოვრები“ აჩრდილები ნახონ. ჭორების თანახმად, კოშკში 9 აჩრდილი ცხოვრობს და დერეფნებში სიარულის დროს შესაძლოა გადააწყდეთ მათ.
ერთ-ერთი აჩრდილი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს დათვია. ლეგენდის თანახმად ჰენრი III-მ კოშკში გარეული ცხოველები განათავსა, მათ შორის დათვები. დათვი პოპულარული გასართობი იყო სტუმრებისთვის. ის რაც ადამიანებს ახალისებდა ცხოველების ტანჯვა-წამებას უკავშირდებოდა. სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ კოშკში ნაწამები დათვის ღრიალი ისმის და როგორც ტურისტები ამბობენ მათ ეს საზარელი ხმა უახლოეს წარსულშიც გაუგიათ.


1461 წელს, ვარდების ომის გარიჟრაჟზე, ჰენრი VI გადააყენეს და დააპატიმრეს ლონდონის კოშკში. 1471 წლის 21 მაისის ღამით, ჰენრი მოკლეს საკურთხეველთან მეფეთა კერძო სამლოცველოში. ჰენრის მოჩვენება სამუდამოდ დარჩა ე.წ უეიკფილდის კოშკში, სადაც ის სიკვდილით დასაჯეს.
ერთ-ერთ მოჩვენებათა შორის არის გაი ფოქსი, რომელიც  1606 წლის  31 იანვარს სიკვდილით დასაჯეს. მისი სიკვდილი არ იყო სწრაფი და მარტივი. ბრალდებული სახრჩობელაზე აიყვანეს. მარყუჟი ნელ-ნელა გაჭიმეს, რათა მაშინვე არ დაღუპულიყო. შემდეგ ნახევრად გონზე მყოფ მდგომარეობაში ჩამოხსნეს, ცოცხლად გაფატრეს და დაანაწევრეს.

8 Secrets of the Tower of London - Atlas Obscura Lists


სერ უოლტერ რალიც კოშკში დარჩა სამუდამოდ.  სერ რალი ლონდონის თაუერის რეგულარული წევრი იყო. იქ არანაკლებ სამჯერ დააპატიმრეს, მკვლევარი სერ უოლტერ რალეი დააპატიმრეს როგორც ელიზაბეტ I-მა, ასევე ჯეიმს I-მა, ერთი პატიმრობის დროს 13 წელზე მეტი გაატარა სისხლიან კოშკში. სერ რალეის ბოლო პატიმრობა ბოშამპის კოშკში მოხდა 1603 წელს, სანამ მას თავი მოკვეთეს ვესტმინსტერის სასახლის წინ. მაგრამ ამბობენ, რომ მისი აჩრდილი მაინც არ ასვენებს კოშკს.
ანა ბოლეინის მსგავსად, მარგარეტ პოლს, სოლსბერის გრაფინიას თავი მოჰკვეთეს Tower Green-ზე, თეთრი კოშკის დასავლეთ ფრთაზე. სიკვდილით დაისაჯა ლედი ჯეინ გრეი, რომელიც ინგლისის ტახტზე ყველაზე ხანმოკლე ვადით, 9 დღით იყო.
არბელა სტიუარტი სიყვარულისთვის გარდაიცვალა. ელიზაბეტ I-ის ბიძაშვილი, არბელა დააპატიმრა ჯეიმს I-მა, რადგან დაქორწინდა უილიამ სეიმურზე, ლედი ჯეინ გრეის ძმისშვილზე, სამეფო თანხმობის გარეშე. რადგან ეს ქორწინება საფრთხეს უქმნიდა მის ძალაუფლებას, ჯეიმსმა არბელა დააპატიმრა თაუერში, დედოფლის სახლში, სადაც მან უარი თქვა ჭამაზე და შიმშილით გარდაიცვალა.
როდესაც ედუარდ IV გარდაიცვალა 1483 წელს, მისი 12 წლის ვაჟი გახდა მეფე ედუარდ V, მისი ბიძის, გლოსტერის ჰერცოგის სავარაუდო მფარველობით. ჰერცოგმა ედუარდი და მისი უმცროსი ძმა რიჩარდ ლონდონის კოშკში დააპატიმრა, ახალგაზრდა ედვარდი უკანონოდ გამოაცხადა. რიჩარდი და ედვარდი და აღარასოდეს უნახავთ და, სავარაუდოდ, მათი ბიძის ბრძანებით მოკლეს. რამდენიმე წლის წინ ლონდონის თაუერის კიბის ქვეშ ორი ბავშვის ჩონჩხი იპოვეს.
ეს იმ „ცნობილი“ აჩრდილების ჩამონათვალია, რომელიც კოშკის სხვადასხვა ნაწილშია არიან მიმოფანტულნი, მაგრამ ამბობენ რომ აქ 9ზე ბევრად მეტი აჩრდილია. ისმის განწირული კივილის ხმა, სტვენა, ზოგჯერ ტირილი, დერეფნებში დარბიან ბავშვების აჩრდილები, ეზოს სხვადასხვა ნაწილში კი როგორც ამბობენ მომსახურე პერსონალიც შეუმჩნევიათ....

Edward V's ghost photobombs picture at the Tower of London | UK | News |  Express.co.uk


 

მსგავსი პოსტები