Search logo

ახალი მარკეტინგული კამპანია საქართველოს გასტროტურიზმის პოპულარიზაციისთვის

ახალი მარკეტინგული კამპანია საქართველოს გასტროტურიზმის პოპულარიზაციისთვის

მსოფლიოში პოპულარული რეალითი შოუს From Scratch-ის პროდიუსერი დევიდ რაფაელ მოსქოუ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეო რგოლს მოამზადებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში დევიდ რაფაელ მოსქოუ საქართველოს ეწვია. წინანდალში ჰოლივუდის პროდიუსერსა და მსახიობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე წინანდალში შეხვდა.

დეივიდ რაფაელ მოსქოუ ქართულ გასტრონომიას გაეცნო და კახეთში შეფ-მზარეულთან  ერთად კერძები მოამზადა.

„საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმყოფება ჰოლივუდის ვარსკვლავი დევიდ რაფაელ მოსქოუ და გადაცემა From Scratch. დევიდ რაფაელ მოსქოუ მოინახულებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და მთელ მსოფლიოს მოუყვება ქართული უნიკალური ტრადიციების, კულტურისა და ღვინის მომზადების 8 ათასწლოვანი ტრადიციის შესახებ.  გადაცემა From Scratch აშშ-სთან ერთად 18 ევროპულ ქვეყანას ფარავს. ვფიქრობ ეს ხელს შეუწყობს ქართული გასტრონომიის, ღვინის პოპულარიზაციას და ქვეყნის ცნობადობის გაზრდას, როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში და მეტ მოგზაურს ჩამოიყვანს საქართველოში“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

„ამ ეპიზოდს 6 წელი ვგეგმავდით, ჩვენ შევისწავლეთ ქართული სამზარეულო, უკვე ჩემმა შვილმაც იცის თუ როგორ უნდა მივირთვათ ხინკალი, რომ წვენი არ დაიღვაროს. თუმცა აქ რომ ჩამოვედი ძალიან განსხვავებული რამ აღმოვაჩინე ვიდრე ველოდი. თბილისი ნამდვილი ჯადოსნური ქალაქია, საოცარი ისტორიით, არქიტექტურით, ძველი უბნებით, ეკლესიებით, სინაგოგებით, მეჩეთით, მრავალფეროვნებით. ქალაქგარეთ კი აღმოვაჩინეთ ფერმერები თავისი ისტორიით, ულამაზესი მთები და კერძები, რომელიც ყველას ერთმანეთთან აკავშირებს. მართალია აქ ჩამოსვლას 6 წელი ვგეგმავდი, მაგრამ ჩემი ბიძაშვილი 20 წლის წინ იყო საქართველოში და მეუბნებოდა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უმაგრესი ადგილია სადაც კი ვყოფილვარ. ასე რომ მე 20 წელი ვემზადებოდი საქართველოში ჩამოსავლელად“,-აცხადებს დევიდ რაფაელ მოსქოუ.

კამპანიის ფარგლებში ქართული გასტრონომიის შესახებ  ვიდეორგოლი მომზადდება, რომელიც განთავსდება სხვადასხვა პლატფორმებსა და სოციალურ მედიაში. თანამშრომლობის ფარგლებში  ქართული სუფრისა და გასტრონომიის თემაზე ფოტო მასალა მომზადდება.

მსგავსი პოსტები

საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ფრანკფურტის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ
პოპულარული გამოცემა ELLE-ს ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს საუდის არაბეთში გაეცნენ
„საქართველო ცივილიზაციის თასი“ -დოკუმენტური ფილმი Channel 4-ზე