იმისთვის, რომ განსხვავებული და საინტერესო მოგონებები დააგროვო, თავს მეტისუფლება უნდა მისცე, ამაში კი შენს გეგმებზე მორგებული დაზღვევა დაგეხმარება.
სამოგზაურო დაზღვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს და ფარავს ისეთ ხარჯებს, რომლებიც მოგზაურობისას ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესებით, მედიკამენტების საჭიროებით, გადაუდებელი ტრავმატოლოგიური თუ ქირურგიული ჩარევით არის გამოწვეული.
სამოგზაურო დაზღვევა ფინანსურად გიცავს უსიამოვნო მოულოდნელობებისგან, მთელი მოგზაურობის გამნმავლობაში.
სამოგზაურო დაზღვევის დაფარვები
- სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხარჯები
დაფარვით ანაზღაურდება უბედური შემთხვევის ან უეცარი ავადმყოფობის დროს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გაწეული მომსახურების ან/და უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის ხარჯები. - გადაუდებელი ამბულატორული მკურნალობის ხარჯები
ამ მომსახურების ფარგლებში ანაზღაურდება სამედიცინო დაწესებულებაში გაწეული გადაუდებელი სამედიცინო მანიპულაციების ხარჯები, თუ დაზღვეულს სამედიცინო დაწესებულებაში მოუწევს გაჩერება არაუმეტეს 24 საათისა. - გადაუდებელი ჰოსპიტალური მკურნალობის ხარჯები
დაფარვის ფარგლებში ანაზღაურდება სამედიცინო დაწესებულებაში გაწეული მომსახურების ხარჯები, თუ დაზღვეულს სამედიცინო დაწესებულებაში მოუწევს გაჩერება 24 საათზე მეტი დროით. - გადაუდებელი სტომატოლოგიური მკურნალობის ხარჯები
ამ დაფარვის ფარგლებში ანაზღაურდება კბილის ძლიერი ტკივილის გაყუჩებისა და, დიაგნოზის შესაბამისად, გადაუდებელი ექსტრაქციის ხარჯები. - გადაუდებელი ოფთალმოლოგიური მკურნალობის ხარჯები
ანაზღაურებას დაექვემდებარება ხარჯები მხოლოდ იმ სამედიცინო მომსახურებისა, რომელიც გაეწია დაზღვეულს თვალის მწვავე ტრავმული დაზიანების დროს. - დაზღვეულის რეპატრიაციის ხარჯები
დაზღვეულის მძიმე ავადმყოფობის ან გარდაცვალების შემთხვევაში - დაზღვეულის (ან მისი ცხედრის) ავია ან ავტო ტრანსპორტირება საქართველოს უახლოეს საერთაშორისო აეროპორტამდე ან საქართველოს ტერიტორიის უახლოეს სასაზღვრო გამტარ პუნქტამდე. - მოგზაურობის გაუქმება
თუ დაზღვეული იძულებული გახდება გააუქმოს მოგზაურობა, ანაზღაურდება მის მიერ წინასწარ გაწეული ხარჯები, რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას (ავია-ბილეთები, სასტუმრო, ბინა და ა.შ). - მოგზაურობის ვადაზე ადრე შეწყვეტა
თუ დაზღვეული იძულებული გახდება ვადაზე ადრე შეწყვიტოს მოგზაურობა, მზღვეველი უზრუნველყოფს მისი უკან დასაბრუნებელი ბილეთის შეძენას. ასევე, ანაზღაურდება წინასწარ გაწეული ხარჯები, რომლებიც არ არის გამოყენებული და არ ექვემდებარება დაბრუნებას (მაგ: სასტუმროში გასაჩერებელი დარჩენილი დღეების ხარჯი, რომელიც არ ბრუნდება). - შენგენის ზონის და უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლაზე უარი
თუ დაზღვეული იძულებულია მოგზაურობა შეწყვიტოს საზღვარზე შეშვების უარის მიღების გამო, დაფარვის ფარგლებში ანაზღაურდება მის მიერ წინასწარ გაწეული ხარჯები, რომლებიც მოიცავს ტრანსპორტირებისა და დაბინავების ღირებულებას (ავიარეისი, ავტობუსი, სასტუმრო, ბინა და ა.შ). - ბარგის დაკარგვა
ბარგის დაკარგვის შემთხვევაში ანაზღაურდება ხარჯები, თუ აღნიშნული არ ექვემდებარება დაბრუნებას ავიაკომპანიის მიერ. დაფარვა არ ვრცელდება ჩარტერულ რეისებზე. - ავიარეისის გადადება
ავიარეისის გადადების შემთხვევაში, თუ ავიაკომპანია უარს აცხადებს კომპენსაციის გაცემაზე, ანაზღაურდება ხარჯები, რომლებიც საჭიროა მოგზაურის ღამის გასათენებლად სასტუმროში. - პირადი პასუხისმგებლობა
ამ დაფარვის ფარგლებში ანაზღაურდება ხარჯები, თუ მოგზაურს ფინანსური პასუხისმგებლობა ეკისრება საზღვარგარეთ მესამე პირის მიმართ ფიზიკური და მატერიალური ქონების დაზიანების გამო (მაგ: მაღაზიაში დააზიანა ნივთი, რესტორაში გატეხა ჭურჭელი და ა.შ).