Search logo

IATA-მ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანზე მუშაობა დაასრულა

IATA-მ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანზე მუშაობა დაასრულა

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA-ს ექსპერტებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანზე მუშაობა დაასრულეს. რამდენიმე თვის განმავლობაში IATA Consulting-ის ექსპერტები, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, ქუთაისის აეროპორტის განვითარების მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმაზე მუშაობდნენ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, საავიაციო სფეროში მსოფლიოს წამყვანმა საკონსულტაციო კომპანიამ შეისწავლა ქუთაისის აეროპორტის პოტენციალი და მისი რამდენიმე ფაზად განვითარების გეგმა წარმოადგინა.ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური გეგმით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ზაფხულში დაიწყება. რაც პირველ ეტაპზე ახალი, 3.5 კილომეტრის სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, შესაბამისი სამიმოსვლო ბილიკებისა და ბაქნის მშენებლობას გულისხმობს. ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ქუთაისის აეროპორტს საშუალებას მისცემს ნებისმიერი ტიპის როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო საჰაერო ხომალდებს შეზღუდვების გარეშე მოემსახუროს.

მსგავსი პოსტები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრანგული ბრენდი Europcar შემოდის