Search logo

4 წლის გოგო, რომელმაც ევერესტზე ასვლით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

4 წლის გოგო, რომელმაც ევერესტზე ასვლით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

4 წლის ზარა შიფრა ევერესტის საბაზო ბანაკამდე ავიდა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.ზარა ყველაზე ახალგაზრდა ალპინისტი გახდა, ვინც ბანაკამდე ავიდა. მან 5 წლის ინდოელი ბიჭის რეკორდი გააუმჯობესა.

ზარა ჩეხეთისა და კანადის მოქალაქეა, მაგრამ მალაიზიაში ცხოვრობს. საბაზო ბანაკამდე, რომელიც ზღვის დონიდან 5,3 ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ის 7 იანვარს, მამასა და 7 წლის ძმასთან ერთად ავიდა. ეს მანძილი ოჯახმა 6 დღეში გაიარა.

ზარას მშობლები ამბობენ, რომ ბავშვს კარგი ფიზიკური მომზადება აქვს. მალაიზიაში ბავშვი რეგულარულად დადის ლაშქრობებში და ცივ წყალში ბანაობს.

Dar tik ketverių metukų - o jau beveik alpinistė

მსგავსი პოსტები