Search logo

სად უნდა გასინჯოთ კარგი ტკბილეული? - მაგდალენა მეშველიანის რჩევები

სად უნდა გასინჯოთ კარგი ტკბილეული? - მაგდალენა მეშველიანის რჩევები

გასტრონომიასაც მივადექით
ხშირად ვკითხულობდით ყველაზე გემრიელ პიცას ან ყველაზე გემრიელ პაეიას სად შევჭამდით მისაღებ ფასად.
მე დიდად ჭამის მოყვარული არ ვარ მაგრამ ვგიჟდები ტკბილეულზე, შესაბამისად გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას. 
1. ანესი (საფრანგეთი)- ნამცხვარი არის ყველაზე გემრიელი რამ რაც კი გამისინჯავს.სრულიად განსხვავებული უცხო გემო იყო ჩემთვის


2.ბარსელონა, ესპანეთი, დარიჩინის ფუნთუშები უგემრიელესია, ამაზე გემრიელი როლები არ გამისინჯავს არასდროს (cookies_demasie ინსტაგრამზე იპოვით მარტივად) ამის გასინჯვის გარეშე არ შეიძლება ბარსელონას დატოვება. 
3. ბარსელონას პორტი, ესპანეთი, აქ თუ მოხვდებით არ იყიდოთ ეს ბლინები სახლში უკეთ ამზადებს დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენგანი.

No photo description available.
4. ლისაბონი, პორტუგალია, პასტელ დე ნატა, ვგიჟდები ამ ნამცხვარზე. ლისაბონს ვინც სტუმრობს მგონი ყველამ იცის რომ ეს უნდა გასინჯოს. გირჩევთ იყიდოთ სუპერმარკეტში, იაფია ბევრად და გემო ზუსტად იგივე აქვს რაც საცხობებში. 
5. სტამბოლი, თურქეთი, შემწვარი სიმინდის გარდა ყველაფრის გემო ჰქონდა არ გირჩევთ ყიდვას საშინელება იყო. სტამბულში რომ ფახლავა უნდა გასინჯოთ ამას დაწერაც არ უნდა.
პ.ს ვინმეს თუ გაინტერესებთ სამომავლოდ ბარსელონაში ადგილები სადაც გემრიელ რამეებს შეჭამთ მზად ვარ დაგეხმაროთ…

No photo description available.

 

 

ბლოგის ავტორია :მაგდალენა მეშველიანი

ბლოგი დაფუძნებულია ავტორის პირად გამოცდილებაზე

მსგავსი პოსტები