დიპლომატი ნანუკა სალია 72 ქვეყანაშია ნამყოფი, მცირეწლოვან შვილთან ერთად კი 22 ქვეყანაში. ნანუკას შვილმა ბარბარემ მოგზაურობა 7 თვის ასაკში დაიწყო და მშობლებთან ერთად უამრავი რამ ნახა. ნანუკა ახლა ამერიკაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. გიზიარებთ მისი მოგზაურობისა და ცხოვრების ისტორიას :
ნამყოფი ვარ 72 ქვეყანაში , ამჯერად გავჩერდით ამერიკაში და აქ ვცხოვრობ ოჯახთან ერთად.
პირველ მოგზაურობას ასე ვერ გავიხსენებ რადგან ღრმა ბავშვობაში იყო , ვცხოვრობდით რუსეთში, კერძოდ მოსკოვში და სულ დავყავდი დედას და მამას არდადეგებზე, მეზობელ ქვეყნებში , თუმცა ჩემი აქტიური მოგზაურობა 21 წლის ასაკში დაიწყო. მეუღლესთან ერთად ყოველ წელს 2-3 ქვეყანაში მივფრინავდი . 7 წელი ბარბარე არ მყავდა და ეს ერთგვარი სტრესის მოხსნის საბაბიც იყო იქნებ გული გადავაყოლო და სხვა ქვეყნის კლიმატი მომისხდესთქო. 2021 წლის 17 დეკემბერს გაჩნდა ჩემი პრინცესა ბარბარე, ბარბარობა დღეს. მისი პირველი დიდი 2 თვიანი ტური დაიწყო საფრანგეთიდან სადაც სულ რაღაც 7 თვის იყო , ფეხზე სიარულიც კი აქ ისწავლა. დედამთილი სამკურნალოდ მყავდა წაყვანილი და დაახლოებით 2 თვე მოგვიწია იქ ყოფნა. დაბრუნების შემდეგ ისევ მომიწია 10 დღით საფრანგეთში წასვლა, ამჯერად ქალაქს ვათვალიერებდით ინტენსიურად.
დეკემბრის თვე იყო და საახალწლო სამზადისი მიმდინარეობდა. მინდა ვთქვა რომ ნამდვილად პარიზული დღეები გვქონდა. ულამაზესია პარიზი საახალწლოდ , თავისი განსაკუთრებული დეკორაციებით , ყველა კუთხე-კუნჭულში არის პატარ-პატარა სილამაზეები რაც ამ ქალას თავის ხიბლს აძლევს. ამ დროს ყველა კაფე გადაჭედილია ხალხით.პარიზის შემდეგ წავედით თბილ ქვეყნებში, დუბაიში და ეს იყო საოცრება, დუბაიში პირველად არ ვარ ნამყოფი , მაგრამ ბარბარე პირველად მყავდა. მიუხედავად მაღალი ტენიანობისა ბაბის საერთოდ არ გასჭირვებია აკლიმატიზაციასთან შეგუება , პირიქით ვფიქრობ რომ ეს ბავშვიც ზაფხულის და მზის მოყვარული ბავშვია. შემდეგ წავედით კუნძულზე. იქაც საერთოდ ვერ ვგრძნობდი რომ პატარა მყავდა.
მოგზაურობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია როცა პატარასთან ერთად ვარ , მქონდეს ყველა ის აუცილებელი ნივთი რაც საჭიროა პირველადი დახმარების დროს და ამიტომ ხელბარგში ყოველთვის მიმქონდა ბავშვის წამლები ყურის და მუცლის და პატარ მიკრო ოყნა , რადგან პატარებს ჰაერში წნევის ცვალებადობის დროს აწუხებთ ხშირად ან ყური და ან მუცელი ებერებათ. თუმცა მხოლოდ პირველი ფრენის დროს დამჭირდა ყურის და მუცლის წამალი , სხვა შემთხვევაში ბარბარე იმდენად მიეჩვია მოგზაურობას რომ აღარ დამჭირვებია . სამოგზაურო მიმართულებას იმ პერიოდში ვარჩევდი კლიმატის მიხედვითაც , როცა საქართველოში ციოდა სულ მინდოდა თბილ ქვეყნებში წასვლა , თუმცა ზამთრის პერიოდშიც წავსულვართ ისეთ ქვეყნებში სადაც იგივე კლიმატი იყო.
შენგენის ქვეყნებს რაც შეეხება , ფრენები ძირითადად როცა ქუთაისიდან იყო წინასწარ ვიღებდი შედარებით იაფიან ბილეთებს და ვგეგმავდი ტურს , თუმცა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ხშირად მიწევდა კონფერენციებზეც წასვლა და არასოდეს არ დამავიწყდება , როცა იაპონიაში გავფრინდი და სრულიად მარტო მომიწია წასვლა. იმავე პერიოდში ჩამოსული არ ვიყავი რომ მითხრეს ისრაელში უნდა წავსულიყავი და პლუს კანადის კონფერენციაზეც იგივე პერიოდი მქონდა დაგეგმილი... არ ვიცოდი რა მექნა 3 ქვეყანაში ერთდროულად ვერ ვიქნებოდი, მაგრამ ექსტრემალურ დროსაც თავისი მუღამი ჰქონდა. იაპონიიდან აღფრთოვანებული ჩამოვედი , ძალიან მომეწონა იაპონია სისუფთავის ქალაქი ტოკიო , თანამედროვე არქიტექტურა და ყველაზე უსაფრთხო ამავდროულად. ჩამოვედი თუ არა მეორე დღეს გავფრინდი ისრაელში.
ისრაელზე ზედმეტია საუბარი , იერუსალიმი და უფლის საფლავი ეს არის ენით აღუწერელი გრძნობა როცა მანდ შედიხარ. პირველად როცა შევედი ,ჩავიფიქრე რომ ბარბარეს წამოყვანა მინდოდა ძალიან და ვფიქრობ რომ ცხოვრებაში ერთხელ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის უფლება უფლის საფლავზე მივიდეს. ღმერთმაც არ დამიყოვნა თხოვნა თუ ოცნება და მალევე გავიგე რომ ბავშვით მიმიწვიეს. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მოგეხსენებათ რომ ისრაელში შესვლა ძალიან რთულია მიუხედავად უვიზო რეჟიმისა ყველა ქართველს ადეპორტებენ , მაგრამ მე ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი დამეხმარა და დღემდე მადლიერი ვარ მისი. ჩავედით ისრაელში და პირველი რაც გავაკეთე ბარბარე წავიყვანე იერუსალიმში და მოვილოცეთ. მყავდა უფლის საფლავზე საიდანაც ძალიან დიდი მადლი წამოვიღეთ. ეს არის რაღაც ენით აღუწერელი გრძნობა , რასაც სიტყვებით უბრალოდ ვერ გადმოგცემთ.
რაც შეეხება ისრაელს გამოვარჩევდი თელავივს რადგან საკურორტო და ტურისტული ზონაა , თუმცა სისუფთავით ნამდვილად არ გამოირჩევა , მაგრამ კერძებით ნამდვილად აღფრთოვანებული ვიყავი. ყველაფერი ძალიან გემრიელი ჰქონდათ. ამის მერე იყო ლონდონი , სიმართლე გითხრათ დიდად არ ვარ აღფრთოვანებული ლონდონით , ძალიან ძვირი ქვეყანა და არც თუ ისე უსაფრთხო , კი ამბობენ რომ აქ იგრძნობა ინტელექტის მაღალი დონე და ასე შემდეგ , კი ოქსფორდის უნივერსიტეტს თუ არ ჩავთვლით ჩემთვის ასე გასაოცარი იქ ნამდვილად არაფერი იყო. ცუდი გამოცდილება ასე რომ ვთქვათ არ მქონია მოგზაურობის დროს რადგან ყოველთვის გათვლილი მაქვს წინასწარ დეტალები და ექსტრემალური სიტუაციისთვის სულ მზად ვარ , რადგან უცხო ქვეყანაში ხარ და არ იცი რა დროს რა მოხდება. ალბათ არასდროს არ წავალ ლიტვა ლატვია ესტონეთში , რაც არ უნდა ევროპა ეძახონ ჩემთვის უფრო სსრს ის გადმონაშთია ვიდრე ევროპა , არ ვიცი ასეთი თვალით შევხედე. ცუდი გამოცილებაში კიდე მინდა ის ვთქვა რომ გავაფუჭე 10 წლიანი ამერიკის ვიზა ბავშვის გამო და 31 დეკემბერს მექსიკით წამოვიყვანე ბარბარე ამერიკაში. მანამდე როცა ჩამოვედი ამერიკაში 10 დღით ვიყავი და იმდენად მიჭირდა ბავშვის გარეშე რომ აზრი არ ჰქონდა , შვილს ვერ დავტოვებდი და გადავწყვიტე მექსიკით წამოსვლა. თუ მკითხავთ გამიჭირდა თუ არა , ამ გადმოსახედიდან უკვე ვფიქრობ რომ გამიჭირდა, მაგრამ იმ მომენტებში იქ რაც გამოვიარეთ ნიკარაგუა ჰონდურასის გზაზე ვფიქრობდი რომ მე ყველაფერი უნდა გამეკეთებინა ჩემი შვილის უსაფრთხოებისთვის და ამ 12 დღის განმავლობაში ბავშვი ხელიდან არ გამიშვია არც ერთი წამით. სულ ხელში აყვანილი გადავედით სამშვიდობოს ანუ კედელთან და საბოლოო ჯამში მივაღწიეთ მიზანს , ჩემი ოცნება იყო ამერიკა ბავშვობიდან და მადლობა უფალს ყველაფრისთვის რაც გამაჩნია , რისი შექმნის უნარიც მომცა , რისი საშუალებაც მომცა , მადლობა იმ შესაძლებლობისთვის რაც აქამდე გავაკეთე , თუნდაც ეს 72 ქვეყანა და ბავშვისთვის 22 ქვეყანა , მადლიერი ვარ უფლის და როცა რაღაც გულით გინდა აუცილებლად მიაღწევ.
დამწყებ მოგზაურებს ვურჩევდი რომ წინასწარ დაგეგმონ ტურები , თუ სამეგობრო წავა ძალიან მაგარია მაგრამ, თუ გიდთან ერთად წავლენ მე მგონი უფრო მეტის ნახვას და ქვეყნის კულტურის გაცნობას უფრო მოახერხებენ. აუცილებლად უნდა იმოგზაუროთ სხვადასხვა ქვეყნებში წელიწადში ერთხელ მაინც , იმიტომ რომ დამიჯერეთ სულ სხვა ადამიანად ყალიბდებით , სხვა მსოფლმხედველობა გაქვს , სულ სხვა განვითარების დონე , ეცნობი სხვა ქვეყნების კულტურას მათ რელიგიას , სამზარეულოს , ისტორიას , რაც ყველაზე მარია ქმნი ტკბილი მოგონებების სკივრს და იმ ემოციებს იქ ატევ რასაც დროსთან ერთად აფასებ. ვფიქრობ, დამწყებ მოგზაურებს ძალიან კარგი საშუალება აქვთ შენგენის მიმართულებით აიღონ შედარებით ბიუჯეტური ბილეთები და დაიწყონ თავგადასავლების დროში მოგზაურობა. ამ ეტაპზე ჩვენ გავჩერდით ამერიკაში ოჯახი , წამოსვლამდე ძალიან მინდოდა ზიმბამბეში და ბრაზილიაში მოგზაურობა დაგეგმილიც მქონდა და სამწუხაროდ ვერ მოვასწარი , თუმცა აუცილებლად წავალთ.