Search logo

ხათუნა კოშაძე : ბევრი მეკითხება რატომ დავდივარ ახალ წელს დუბაიში

ხათუნა კოშაძე : ბევრი მეკითხება     რატომ დავდივარ ახალ წელს  დუბაიში

ახალი წელი დუბაიში და აბუ -დაბიში   

        
 

No photo description available.

ბევრი მეკითხება     რატომ დავდივარ ახალ წელს ხშირად დუბაიში - მზე, ზღვა , სითბო , გართობა და საოცარი ატმოსფერო , რომელსაც გიქმნიან იქაურები - სასტუმროების პერსონალიდან დაწყებული , გიდებით , ტაქსის მძღოლებით და უბრალოდ ყველანაირი მოსამსახურე პერსონალით დამთავრებული, მეტი რა უნდა გინდოდეს ადამიანს. ევროპის ქვეყნებშიც შევხვედრივარ ახალ წელს,  მაგრამ ასეთი საოცარი ატმოსფერო არსად არ დამხვედრია.   პირველი არგუმენტი- ევროპის ყველა ქვეყანაში ისე  ცივა , რომ გარეთ გასვლის სურვილიც არ  გაგიჩნდება , მე პირადად პარიზში ისე გავიყინე ახალი წლის ღამეს რომ არც ელისეის მინდვრების ფეიერვერკები მინდოდა , რომელიც სხვათა შორის ძალიან ჩვეულებრივი იყო  და მერე უამრავი ფული დავხარჯეთ რესტორანში , რომელიც მონმარტრზე მდებარეობდა და საკმაოდ პრესტიჟულიც იყო , თუმცა ასეთი უღიმღამო ახალი წელი არასდროს მქონია. ასევე,  იყო სტამბულშიც სადაც ისე თოვდა ახალი წლის ღამეს და ისეთი ყინულები  იდო რომ თხილამურებით თუ ივლიდი , თორემ ვერანაირი ჩექმა და ფეხსაცმელი დაცემისაგან ვერ გიხსნიდა და ასე შემდეგ...
ვენაშიც ვიცი როგორი ახალი წელია და საერთოდ ევროპაში ყველგან ერთი და იგივე სიტუაციაა , ვიცი რომ ახლა თქვენ მეტყვით - საქართველოში შეხვდი მაშინო-მაგაზეც გეტყვით ლოპოტას და ფუნიკულიორის რესტორნის ანდა რედისონის ახალ წელს რომ შეადარო ნამდვილად ბევრად ძვირი არ დაგიჯდება  ახალი წელი  დუბაიში  და თან არც გაიყინები , შეგიძლია ზღვაშიც შეცურო და დაუვიწყარი დრო გაატარო ერთ-ერთ ულამაზეს გემზე , რომლებიც ბოლომდე იტვირთება ახალი წლის ღამეს , იმიტომ რომ დაუვიწყარ დროსტარებას გთავაზობს და თან ყველა ადამიანის ჯიბეზეა მორგებული.,ფასები  100$-დან იწყება და ადის 1000 დოლარზეც და მეტზეც გააჩნია შენ რა სერვისი გინდა . თუ გინდა საერთოდ არ დახარჯო ფული და მიიღო უფასო სანახაობა მაგასაც იოლად მოახერხებ. წადი ბურჯ ხალიფას წინ მდებარე მომღერალ ფანტანებთან ( ოღონდ იქ რიგს ხალხი დილიდან იკავებენ) და შენ სრულიად  უფასოდ დაუვიწყარ სანახაობას ნახავ ანდა თუ 250 დოლარს მაინც გადაიხდი ( როგორც მე გავაკეთე პირველ წელს ) და ახვალ რომელიმე ცათამბჯენი სასტუმროს თავზე მდებარე რესტორანში რომელიც დაუნთაუნში ბურჯ ხალიფას მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს მაშინ მართლაც მაგარ სანახაობას ნახავ და თან კარგადაც მოილხენ. ანდა უბრალოდ გადადი  ჯუმეირა ბიჩზე საიდანაც მთელი დუბაის ფეიერვერკებს დაინახავ სილაზე მჯდომი , თან ისეთი ატმოსფეროა გარშემო გაგიჟდები , ყველა ბედნიერია და ეს ბედნიერება გადამდებია ,  მოკლედ მე მიყვარს ახალი წელი დუბაიში და თქვენც გისურვებთ ერთხელ მაინც მოიწყოთ ეს დღესასწაული. მე მიყვარს დუბაი და ამ პატარა ბლოგით შევეცადე თქვენთვისაც შემეყვარებინა

No photo description available.

ბლოგის ავტორია : ხათუნა კოშაძე

ბლოგი დაფუძნებულია ავტორის პირად გამოცდილებაზე

მსგავსი პოსტები