Search logo

სალო ციმნარიძე : ბედუინებში ვიგრძენი ყველაზე მეტად ეგვიპტე

სალო ციმნარიძე : ბედუინებში ვიგრძენი ყველაზე მეტად ეგვიპტე

No photo description available.ეგვიპტესთან დაკავშირებით მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება.
სამწუხაროდ, შარშან პირდაპირი რეისები არ იყო საქართველოდან, შესაბამისად ბილეთები ერთი დასვენების ფასი დამიჯდა, მაგრამ საბოლოო ჯამში იმდენად კარგი იყო რომ ღირდა.
აეროპორტიდან რომ გამოხვალთ პირველივე ტაქსისტს არ დათანხმდეთ, შეიძლება 50$ იდან 15 $ ზე ჩამოვიდნენ. არამარტო აეროპორტში, ყველგან მსგავსი სიტუაციაა, ერთი სიტყვით ვაჭრობა ძალიან ჭრის.
ძალიან ბევრი ადგილია, რომელიც უნდა ნახოთ , მაგ : white island, საჰარა, al sahaba mosque, soho square და ა.შ 
რაც გასათვალისწინებელია : სასტუმროშივე შემოგთავაზებენ ტურებს სამმაგ ფასად, არ დათანხმდეთ ( ჩვენ შევცდით, გამოუცდელები ვიყავით და შესაბამისად სამმაგი დაგვიჯდა თითქმის ყველა ტური ) ბოლოს ინსტაგრამზე აღმოვაჩინეთ გვერდი, რომელსაც აქვს ტურები ძალიან დაბალ ფასად, მათ ინსტაგრამს მივუთითებ კომენტარებში 
საჰარასა და თეთრი კუნძულის ტური იყო ძალიან კარგი .
თეთრი კუნძული წელიწადის რამდენიმე დროს არის მხოლოდ, რადგან ხშირად წყლით იფარება. თეთრ კუნძულამდე თქვენ თვითონვე მოგიწევთ გადაცურვა, ამიტომ გირჩევთ წაიღოთ ე.წ. რეზინის პარკი, რაშიც ტანსაცმელს ჩადებთ (რომ არ დასველდეს) თუ გინდათ რომ ლამაზი ფოტოები გადაიღოთ.
საჰარას ტური მთელი დღიანია, ბედუინებში ვიგრძენი ყველაზე მეტად ეგვიპტე.
მზის ჩასვლის დროს გამოდის ყველაზე ლამაზი ფოტოები, ხოლო მზის ამოსვლაა ძალიან ლამაზი. 
გირჩევთ ისეთი სასტუმრო აიღოთ, რომელსაც სანაპირო აქვს, უმეტესობას აქვს სანაპირო, მაგრამ რიფებიც გამო შემოსაზღვრულია. 
საჭმელს ძალიან გემრიელს არ ელოდოთ, მაგრამ all inclusive გვქონდა და საბოლოო ჯამში ყველაფერი იდეალური იყო. ხილი ძალიან გემრიელია.
თითქმის ყველა სასტუმროში იდეალური თანამშრომლებია, უზომოდ დიდ ყურადღებას გაქცევენ, თუ 1$ იანს აჩუქებთ დამლაგებელს ოთახს დაგიწკრიალებთ.
ასევე, დაივინგი გამოცადეთ  წითელი ზღვა  გამოირჩევა ამ მხრივ და ულამაზესია. დაივინგი თეთრი კუნძულის ტურში შედიოდა, ფოტოებს გადაგიღებენ, მაგრამ ეგეც ფასიანია.
 8 დღე ვიყავი და ვფიქრობ დიდი გამოცდილება დავაგროვე... 

 

ბლოგის ავტორია : სალო ციმნარიძე

ბლოგი დაფუძნებულია ავტორის პირად გამოცდილებაზე

მსგავსი პოსტები

სიჩესი - ულამაზესი ზღვისპირა ქალაქი ესპანეთში
მოგზაურობა პრაღაში - რჩევები და რეკომენდაციები
რა უნდა ნახო ბერლინში? - დეტალური გზამკვლევი
"მგზავრები ბარგით გადმოდიან ავტომობილიდან და ცალკე გადადიან საზღვარზე" - ფრენა ერევნის გავლით