Search logo

მოგზაურობა ავსტრიაში - ადგილები, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ ვენაში ყოფნის დროს

მოგზაურობა ავსტრიაში - ადგილები, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ ვენაში ყოფნის დროს

ვენა გვთავაზობს ბაროკოს ბრწყინვალებისა და თანამედროვე სიცოცხლისუნარიანობის მომხიბვლელ ნაზავს.

ხელოვნებასა და კულტურას ვენაში დიდი ტრადიცია აქვს. ბურგთეატრი მიჩნეული გერმანულენოვანი სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თეატრად. ვენის სახალხო თეატრი და თეატრი იოსეფშთათზე ასევე კარგი რეპუტაციებით სარგებლობენ. ქალაქში კიდევ უამრავი შედარებით პატარა თეატრია, რომლებიც მაყურებელს შედარებით არაკლასიკურ - თანამედროვე ექპერიმენტულ დადგმებსა და კაბარეებს სთავაზობენ.

ვენაში ასევე უამრავი ოპერის სახლია. მათ შორისაა 1801 წელს აშენებული ვენის თეატრი, ვენის სახელმწიფო ოპერა და ვენის სახალხო ოპერა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ტიპური ვენური ოპერეტების ერთგულია. კლასიკური მუსიკის კონცერტები ტარდება ისეთ ადგილებში, როგორიცაა ვენის მუსიკფეღაინი, რომელიც ვენის ფილარმონიული ორკესტრითა და მათი ფართოდ გაშუქებული ყოველწლიური „ახალი წლის კონცერტით“ არის ცნობილი.

გთავაზობთ 5 ადგილს, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ ვენაში ყოფნის დროს :

  •  შონბრუნი - იმპერატორთა ზაფხულის რეზიდენცია
    შონბრუნის სასახლე ვენის ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს. ის ჰაბსბურგების დინასტიის ერთ-ერთი საუკეთესო სასახლეა. იქვე შადრევნები და დიდი პარკია. ეს სახელწოდება სიტყვასიტყვით "მშვენიერ წყაროებს" ნიშნავს. შონბრუნის უნახავად ვერასდროს წარმოიდგენთ იმ ფუფუნებით აღსავსე ცხოვრებას, რომელიც ჰაბსბურგების დინასტიის დროს მეფობდა. დაჟინებით გირჩევთ მის მონახულებას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ შონბრუნის კომპლექსი ბაროკოს სტილის დიდებული სასახლითა და პარკით ევროპის გამორჩეული ანსამბლია.
1_-_BCC-2023-საუკეთესო-სასტუმრო ადგილები-VIENNA-1-1x1.webp
  •  ჰოფბურგის  სასახლე
     სასახლე ვენაში, რომელიც XIII საუკუნიდან 1918 წლამდე ჰაბსბურგების რეზიდენცია იყო. 1945 წლიდან იგი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტის რეზიდენციაა. მასში განთავსებულია ავსტრიის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი და სხვადასხვა მუზეუმები. დაახლოებით შვიდსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ჰოფბურგი იზრდებოდა და დღეს იგი არარეგულარულ შენობათა კომპლექსს წარმოადგენს და მოიცავს ასევე ორ რელიგიურ ნაგებობას: ჰოფბურგის კაპელასა და ავგუსტინეს ეკლესიას.
  • ბელვედერის სასახლე
     ბაროკოს სტილის სასახლის კომპლექსი ვენაში. აგებულია ლუკას ფონ ჰილდებრანდის მიერ, როგორც საზაფხულო რეზიდენცია თავისი დროის ერთ-ერთი დიდი მხედართმთავრის პრინც ევგენი სავოიელისთვის XVIII საუკუნის დასაწყისში. პრინცის გარდაცვალების შემდეგ ბელვედერი შეისყიდა მარია ტერეზიამ. მდებარეობს ლანდშტრასეზე, ქალაქის მესამე რაიონში, ცენტრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით. ქვედა და ზედა ბელვედერი გარშემო ულამაზესი ბაღით დიდებულ ბაროკულ ანსამბლს ქმნის. დღეისათვის ამ ორ სასახლეში განთავსებულია ავსტრიის გალერეა. 1941 წლის 25 მარტს სასახლეში ხელმოწერილ იქნა 1940 წლის ვეის ოქმი იუგოსლავიის მიერთებაზე ბერლინის პაქტთან. 1955 წლის 15 მაისს ზედა ბელვედერში ხელი მოეწერა ავსტრიის დამოუკიდებლობის დეკლარაციას.
  • ვენის სახელმწიფო ოპერა
    ვენის სახელმწიფო ოპერა  მდებარეობს ვენაში, ავსტრია, და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საოპერო თეატრია ევროპასა და მთელ მსოფლიოში. 1920 წლამდე "ვენის კარის ოპერა" ერქვა (k.k. Hofoper). ოპერის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული დირიჟორი იყო გუსტავ მალერი. მისი მოღვაწეობის პერიოდში მალერმა აღზარდა მომღერალთა ახალი თაობა, მათ შორის ანა ბარ-მილდენბურგი, სელმა კურცი და ლეო სლეზაკი. მასვე ეკუთვნის სცენის ისტორიული მდიდრული დეკორაციების უფრო მოდერნისტულ, იუგენდსტილის გემოვნებით შეცვლა. მალერმა შემოიღო თეატრში წარმოდგენის დროს განათების დამუქების პრაქტიკა, რასაც თავდაპირველად მაყურებელთა წინააღმდეგობა შეხვდა.
  • ავსტრიის ნაციონალურ ბიბლიოთეკა
    ევროპის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წიგნსაცავი მდებარეობს ვენაში, ხოფბურგის სასახლეში.ბიბლიოთეკის დაარსებას საფუძვლად უდევს ჰაბსბურგების დინასტიის მიერ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან შექმნილი კოლექციები, რომლებშიც გაერთიანებულია ინკუნაბულები, ანუ პირველნაბეჭდი წიგნები, პაპირუსები (ბერძნულ, კოპტურ, არაბულ ენებზე), რუკები, გლობუსები და კომპოზიტორთა პარტიტურები. ამავე დროს ბიბლიოთეკა ცნობილია ხელოვნურ ენათა შესახებ არსებული უმდიდრესი ლიტერატურით. ამჟამად ბიბლიოთეკაში დაცულია ქართული ხელნაწერი წიგნის ხუთი მეტად მნიშვნელოვანი ერთეული, რომელთა შესწავლასაც ყურადღება დაუთმეს როგორც ევროპელმა, ასევე ქართველმა მეცნიერებმა. ავსტრიის ეროვნული ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერების პირველი სამეცნიერო აღწერილობა ეკუთვნის გრიგოლ ფერაძეს, რომელმაც ეს შრომა 1940 წელს გამოაქვეყნა (Peradze 1940). ნაშრომი 2004 წელს ითარგმნა ქართულ ენაზე (ფერაძე 2004). 2004-სა და 2008 წლებში ვ. იმნაიშვილმა გამოსცა საზღვარგარეთ არსებული ქართული ხელნაწერებისადმი მიძღვნილი ნაშრომები (იმნაიშვილი 2004; 2008). 2004წ. დაბეჭდილ მონოგრაფიაში ძირითადად განხილულია გრაცში დაცული X-XII სს. ქართული ხელნაწერები. წინამდებარე გამოცემაში ქართულ ხელნაწერთა შესახებ პალეოგრაფიულ-კოდიკოლოგიური ინფორმაცია ეყრდნობა დასახელებულ პუბლიკაციებს, ავსტრიის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებსა და იმ სამეცნიერო შრომებს, რომლებიც ეხება კონკრეტულ ხელნაწერ წიგნსა და ხელნაწერების ციფრული ასლების შესწავლას.




 

მსგავსი პოსტები

მოგზაურობა ავსტრიაში - კულტურისა და ბუნების საუცხოო სინთეზი
ქეთი მამულაშვილის თვალით დანახული ავსტრია
ნინო კვინტრაძის თვალით დანახული ავსტრია
ვენაში, ტეილორ სვიფტის კონცერტები სავარაუდო დაგეგმილი ტერაქტის გამო გაუქმდა