ვიტალი დავითაძე 28 ქვეყანაშია ნამყოფი და მოგზაურობა მისი პროფესიისა და ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ვიტალი მეზღვაურია და დანიშნულებას ზღვა უჩვენებს.
მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ქვეყანაშია ნამყოფი და უამრავ ადამიანს შეხვედრია მიიჩნევს, რომ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა და მსგავსი სტუმართმოყვარეობა არსად უნახავს.
„ პირველი ქვეყანა სადაც ვიყავი თურქეთი იყო. მიმართულებას ჩემი პროფესია მირჩევს. სადაც ზღვა და ოკეანეა იმ ქვეყნებში მიწევს უმეტესად მოგზაურობა. ჩემთვის გამორჩეული ქვეყანა საქართველოა, თუმცა სადაც ვყოფილვარ იმ ქვეყნებიდან გამოვყოფდი იტალიას, ესპანეთს, ჰოლანდიას და თურქეთს. “ - განაცხადა მეზღვაურმა Travelnews-თან საუბრის დროს.
მიაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მოგზაურობის დროს ბარათზე თანხის ქონა, ჯანმრთელობა და დაკვირვებაა, რადგან არავინ მოგატყუოთ. სიფრთხილის ზომების მიღება კი ყველგან აუცილებელია. უსიამოვნო შემთხვევების მიუხედავად მოგზაურობას თან უამრავი დაუვიწყარი მოგონება ახლავს :
„სამხრეთ აფრიკაში, კოდდიუარში წავედით ველური ბუნებისა და ველური ცხოველების სანახავად. წინასწარ მოვაწერეთ ხელი თუ რამე მოგვივიდოდა ან ცხოველი დაგვესხმებოდა თავს არავინ იქნებოდა პასუხისმგებელი, მაგრამ მაინც გავრისკე... ეს იყო საოცარი სანახაობა. ლომები, ვეფხვები, სპილო, ზებრა, ჟირაფები, ნიანგები სხვადასხვა ცხოველები და ფრინველები ვნახეთ“.
მიუხედავად იმისა, რომ ვიტალი დავითაძე უამრავ ქვეყანაშია ნამყოფი მაინც დარჩა ადგილები, რომლის მონახულებაც სურს. მათ შორის არის ვიეტნამი, ტაილანდი, ჩინეთი, ინდოეთი და ამერიკა.
დამწყებ მოგზაურებს კი ურჩევს წინასწარ შეაგროვონ ინფორმაცია და შეისწავლონ იმ ქვეყნისა თუ ქალაქის თავისებურებები სადაც აპირებენ გამგზავრებას. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თუ გადაწყვეტთ იყიდოთ ტური ქალაქის დასათვალიერებლად აჯობებს სასტუმროშივე იყიდოთ და არა გარეთ...