ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ იანვარ-აპრილში 149 624 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წელთან შედარებით 221 %-ით მეტია. 2023 წლის იანვარ-აპრილში ავიაკომპანიამ 46 548 მგზავრი გადაიყვანა.
გაზრდილია მიმართულებების რაოდენობაც - 2024 წლის იანვარ-აპრილში „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან პირდაპირ ფრენებს 11 მიმართულებით ასრულებდა: ამსტერდამი, ვენა, პარიზი, ნიცა, მილანი, ბერლინი, მიუნხენი, ლარნაკა, თელ-ავივი, მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი.
2023 წლის იანვარ-აპრილში ფრენები 4 მიმართულებით სრულდებოდა: თელ-ავივი, ამსტერდამი, ვენა, პარიზი. ზრდა ფიქსირდება აპრილის თვეშიც - 2024 წლის აპრილში ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობაა 40 916 .
2023 წლის აპრილში „ჯორჯიან ეარვეისმა“ 13 614 მგზავრი გადაიყვანა.