თუ ხშირად მოგზაურობათ ალბათ ერთხელ მაინც გქონიათ შემთხვევა აივიარესების გაუქმების, ფრენის გადადების და ან დაგვიანების, რაც დიდ დისკომფორტთან არის დაკავშირებული. ბევრმა მგზავრმა კი არ იცის, რომ აღნიშნული შემთხვევების დროს მგზავრს აქვს უფლება მოითხოვოს კომპენსაცია ავიაკომპანიისგან.
რა შემთხვევაში გეკუთვნით კომპენსაცია?
გეკუთვნით კომპენსაცია თუ რეისი დაგვიანდა, გაუქმდა, გადაიდო ან გამოტოვეთ დაკავშირებული ფრენა და რომელიმე აღნიშნულის გამო დანიშნულების ადგილას ჩახვედით მინიმუმ 3 საათიანი დაგვიანებით.
რა რაოდენობის კომპენსაცია შეგიძლიათ მიიღოთ?
დამოკიდებულია დანიშნულების ადგილამდე კილომეტრების რაოდენობაზე და განისაზღვრება 250-600 ევროს ოდენობით.
0-1500 კმ - 250 ევრო
1500-3500 კმ - 400 ევრო
3500 კმ + - 600 ევრო
ევროკავშირის რეგულაციის მიხედვით კომპენსაციის მიღება შესაძლებელია მაშინ, თუკი ფრენა ხორციელდება ევროკავშირში რეგისტრირებული ავიაკომპანიის მიერ და დანიშნულების წერტილი არის ევროკავშირი. ასევე გამომგზავრების აეროპორტი მდებარეობს ევროკავშირის ტერიტორიაზე, ნებისმიერი ავიაკომპანიით. აგრეთვე, თუ ფრენა ხორციელდება ევროკავშირის ტერიტორიაზე, ნებისნიერი ავიაკომპანიით. მისი ოდენობა არაა დამოკიდებული თქვენი ავიაბილეთის საფასურზე და ასევე არ გჭირდებათ კომპენსაციის მისაღებად ავიაბილეთის დაზღვევის ქონა.
რა ვადებში შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია?
ვადას, რა დროის განმავლობაშიც ავიამგზავრს შეუძლია მოითხოვოს ფრენის კომპენსაცია ავიაკომპანიისგან ხანდაზმულობის ვადა ეწოდება. თუ ხანდაზმულობის ვადა გასულია, მგზავრს მოთხოვნის უფლება აღარ აქვს.
ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ დაგვიანებული ან გადადებული ფრენის გამო ფრენის კომპენსაციის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა უნდა დადგინდეს ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობით რომელიც ვრცელდება კონკრეტულ ავიარეისზე.
გასათვალისწინებელია, რომ თუ კი თქვენ მიფრინავდით ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მაშინ თქვენს ფრენაზე ვრცელდება ამ წევრი ქვეყნის კანონმდებლობა.
ხანდაზმულობის ვადაც, დგინდება სწორედ იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომელიც ვრცელდება თქვენს ფრენაზე. ხანდაზმულობის ვადა, ევროკავშირის სხვადასხვა წევრ ქვეყანაში სხვადასხვაა
გახსოვდეთ, რომ თქვენი უფლებები დაცულია და კომპენსაციის კუთვნილება განსაზღვრულია ევროპის პარლამენტის 2004 წლის რეგულაცია No. 261-ის მიხედვით.