Search logo

აღდგომიდან მესამე დღეს გორში სახალხო დღესასწაული ოქონობა აღინიშნება

აღდგომიდან მესამე დღეს გორში სახალხო დღესასწაული ოქონობა აღინიშნება

ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს გორში, ტრადიციულად, სახალხო დღესასწაულ ოქონობას აღნიშნავენ.

ოქონის მშენებარე ტაძარში ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა. წირვის შემდეგ კი ქალაქის ქუჩებში ტრადიციული მსვლელობა გაიმართა. სასულიერო პირებმა მოსახლეობა დალოცეს და ქალაქის ქუჩები აკურთხეს.

ოქონობის დღესასწაული ატენისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2004 წელს აღდგა და წელს მეთექვსმეტედ აღინიშნება.

დღესასწაული ოქონის ხატს უკავშირდება, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა. ხატი 1991 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს.

მსგავსი პოსტები