Search logo

როგორ აღინიშნება აღდგომის დღესასწაული საბერძნეთში

როგორ აღინიშნება აღდგომის დღესასწაული საბერძნეთში

როგორც ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის, ბერძენისათვისაც აღდგომა წელიწადის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია.  ამ ბრწყინვალე დღისათვის მომზადებას მორწმუნე ადამიანი აღდგომამადე 40 დღით ადრე იწყებს.

ვნების პარასკევს ბერძნები მხოლოდ წყალზე გადადიან, რომელშიც ძმარს ამატებენ. ეს ტრადიცია უკავშირდება ბიბლიურ ამბავს იმის შესახებ,  რომ  ჯვარზე მყოფ იესოს ამ დღეს ძმარი დაალევინეს.

მთელი ვნების კვირეულის მანძილზე საბერძნეთში საეკლესიო ზარები არ რეკავენ. ბერძნები ამბობენ, რომ ზარები «ქვრივობენ» «οι καμπάνες χηρεύουν», ამიტომ არ უხარიათ და დუმან.

დიასახლისები ვნების კვირეულამდე ილევენ ყველა მძიმე საქმიანობას, რომელიც სახლის დასუფთავებასთანაა დაკავშირებული.

სააღდგომოდ საბერძნეთში რამდენიმე ტკბილეულს ამზადებენ, ერთერთი მათგანი»ჩურეკი» გახლავთ. ჩურეკი აუცილებლად ვნების კვირეულის ხუთშაბათს ცხვება, მისი ცომი ჩვენებური ფუნთუშის ცომს მოგაგონებთ, იმ განსხვავებით, რომ  სპეციფიკური სანელებლები გამორჩეულ გემოს ანიჭებენ  მას. ეს განსაკუთრებული გემო ხიოს «მასტიხის»  (კუნძულ ხიოზე მდებარე ნაძვებიდან და ფიჭვებიდან მოგროვებული ფისი) წყალობით მიიღება. ცომს თავისებური ხერხით ზელენ, რის შედეგადაც ძალიან ფაფუკი ცომი გამოდის. ჩურეკის მახასიათებელი ასევე ის გახლავთ, რომ მას ნაწნავის ფრომას აძლევენ. გამოცხობის შემდეგ ცომეული დიდხანს ინარჩუნებს სიფაფუკეს.


ხუთშაბათობითვე ასევე სააღდგომო კვერცხები იღებება. ტრადიციულად გამოიყენება წითელი ფერის საღებავი, თუმცა ბოლო დროს სხვა ფერებმაც მოიკიდა ფეხი.

ბრწყინვალე აღდგომის შემდეგ იმართება ლხინი და ზეიმი,გადაცმულთა მსვლელობები, ცეკვა და თამაში.

ააღდგომო სუფრა საბერძნეთში ძალიან მდიდარი და მსუყეა. ბერძნულ ენაში განსაკუთრებული სიტყვაც კი არსებობს სააღდგომო ქეიფისა და ჭამა-სმის აღსანიშნავად «πασκάζω»- გემრიელად და ნოყიერად ჭამა.


ეკლესიის წინ აღდგომის პირველ დღეებში უკრავენ ხალხურ საკრავებზე, მღერიან და ცეკვავენ. ამ ზეიმში საეკლესიო პირებიც იღებენ მონაწილეობას, ხშირად ისინი წამომწყებლის როლშიც მოგვევლინებიან: პირველები იწყებენ ცეცეკვას თუ სიმღერას. კუნძულებზე გავრცელებულია საქანელების მოწყობის ტრადიცია. ამ დროს შაირობაცაა მიღებული, რომლის დროსაც მზა შაირებსაც გამოიყენებენ და ექსპრომტად გამოგონებულებსაც. ასევე სპორტული ორთაბრძოლებიც იმართება. გამარჯვებული ჯილდოვდებიდა, მაგალითად საუკეთესო ლამბროფსომად გამოცხადებული სააღდგომო პურით.


წყარო : https://georgians.gr/ 

მსგავსი პოსტები

აკროპოლისი - ათენის  რელიგიური და პოლიტიკური ცენტრი
ჰალკიდიკი - რჩევები პირადი გამოცდილებით
არქეოლოგებმა კრეტაზე ძველი ნაგებობა აღმოაჩინეს, რომელიც მინოტავრის ლაბირინთს ჰგავს
ბექა მიჩიტაშვილი :  ბევრისთვის მოსაწყენმა და უინტერესო ქალაქმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა