Search logo

როგორ ვასწავლოთ ინგლისური სამხრეთ კორეაში: ინტერვიუ ლიანთან

როგორ ვასწავლოთ ინგლისური სამხრეთ კორეაში: ინტერვიუ ლიანთან

სამხრეთ კორეაში ინგლისური ენის სწავლება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მოგზაურობის დროს  ფულის დასაზოგად, განსხვავებული კულტურის შესასწავლად და რა თქმა უნდა კარგი საქმის გასაკეთებლად, რაც გულისხმობს ინგლისური ენის შესწავლაში დახმარებას. ლიანი მოგზაურია აშშ-დან, რომელმაც გადაწყვიტა სამხრეთ კორეაში დაეწყო მუშაობა ინგლისური ენის მასწავლებლად.

ლიან ბრონზი წარმოშობით კორეელი გოგონაა, რომელიც ამერიკელებმა იშვილეს და აშშ-ში გაიზარდა. მან ცოტახნის წინ გადაწყვიტა კორეის გაცნობა და მოგზაურობა კორეაში საქმედ აქცია.

ლიანი სამი წელია ასწავლის გვანგჯუში, სამხრეთ კორეაში, მაგრამ მალე გაემგზავრება სამოგზაუროდ, სამუშაოდ და მოხალისედ აზიასა და ავსტრალიაში. როდესაც ის არ ასწავლის, მუშაობს სხვადასხვა  პროექტებზე, ველოსიპედით დადის ქალაქში და უყურებს ლამაზ ფოთლებს!

-როგორია ინგლისური ენის სწავლება სამხრეთ კორეაში და როგორ მოახერხე ეს?

-მე ვასწავლი ორ საჯარო დაწყებით სკოლაში გვანგჯუში, სამხრეთ კორეაში. ამჟამად ვასწავლი მე-4 - დან მე-6 კლასების ინგლისურს ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში.

2010 წელს კორეაში პირველად ჩამოსვლამ გამოიწვია ჩემი ინტერესი, დავბრუნდე საცხოვრებლად და სამუშაოდ. დიდი კვლევის შემდეგ, საბოლოოდ გადავწყვიტე EPIK-ის (ინგლისური პროგრამის კორეაში) მეშვეობით დამეწყო მუშაობა მასწავლებლად. არასოდეს მინანია ეს გადაწყვეტილება. იმისათვის, რომ თქვენც შეძლოთ მუშაობა  გჭირდებათ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი და დამტკიცება, რომ თქვენ ნამდვილად მშობლიური ენის დონეზე იცით ინგლისური.

ლიანა ასწავლის სამხრეთ კორეაში

- რა მოგწონთ ყველაზე მეტად თქვენს საქმეში?

- გარდა იმისა, რომ მსიამოვნებს ბავშვებთან ურთიერთობა, სხვა სარგებლებიც აქვს ამ სამსახურს. გაკვეთილების დასრულების შემდეგ მაქვს უამრავი თავისუფალი დრო,  რომ ვიმუშაო გაკვეთილის გეგმებზე და დარჩენილი დრო, რომ ვიმუშაო პირად გვერდით პროექტებზე. ჩემი საცხოვრებელი უზრუნველყოფილია და საცხოვრებლის ღირებულება იაფია. კორეის შესწავლის გარდა, მე ასევე ვმოგზაურობ სხვა ქვეყანაში ყოველ ზაფხულს და ზამთარს სკოლის შესვენების დროს.

- გაქვთ სამხრეთ კორეაში გატარებული დროის ერთი გამორჩეული მომენტი ან ყველაზე დიდი მიღწევა?

- 24 წლის განმავლობაში პირველად ჩემს ბიოლოგიურ ოჯახთან შეხვედრა აქ ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. მას შემდეგ, რაც მათ შევხვდი ჩემი ცხოვრება სრულყოფილი გახდა. ენობრივი ბარიერის მიუხედავად, კარგად გავიცანი და  აქ ყოფნის სამი წლის განმავლობაში გავაგრძელე ურთიერთობა ჩემს ბიოლოგიურ მშობლებთან და დებთან.

- სირთულეები და გამოწვევა, რაც კორეაში ყოფნას თან ახლავს

- მიუხედავად იმისა, რომ მე ვერასოდეს მივიღებ მზერას, რაც ჩემს სხვა ემიგრანტ მეგობრებს აქვთ, მე მაქვს სხვა გამოწვევები. ზედმეტი კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ გამოვიყურები კორეელივით, თუ ამერიკელი ვარ.

ზოგიერთი ადამიანი მოელის, რომ კარგად ვიცოდე კორეული, მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ იგივე სიტუაციაში, როგორც ჩემი ამერიკელი მეგობარი ბიჭი.

თუმცა, კორეელები ხშირად არ ხედავენ უცხოელებს (განსაკუთრებით სეულის გარეთ), ამიტომ მესმის მათი დაბნეულობა. ჩემთვის კარგია, დავამსხვრიო მათი სტერეოტიპები ტიპიური ამერიკელის შესახებ.

- სად ხედავ საკუთარ თავს 5 წლის შემდეგ?

- მე თვითონ ვცდილობდი ამის გარკვევას! ვფიქრობ ვიმოგზაურებ ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სანამ სამუშაო შვებულების ვიზით ავსტრალიაში წავალ.

- დაბოლოს, და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რა რჩევებს მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ გაჰყვნენ თქვენს კვალს და ასწავლონ ინგლისური სამხრეთ კორეაში?

- მნიშვნელოვანია გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა. მაქსიმალურად ეცადეთ ისწავლოთ სულ მცირე კორეული მაინც და იყოთ კეთილგანწყობილი ადგილობრივებთან. ისწავლეთ და დააკვირდით მათ კულტურას და გამოხატეთ პატივისცემა. იყავით მაქსიმალურად ღია ახალი გამოცდილებისთვის, როგორიცაა ცოცხალი რვაფეხის ჭამა, სრულიად შიშველი საზოგადოებრივ აბაზანაში და ტრადიციული აღმოსავლური მედიცინით მკურნალობა.

შეეცადეთ უგულებელყოთ და თავიდან აიცილოთ ნეგატივი, რომელიც შეიძლება შეგხვდეთ სხვა ემიგრანტებისგან და ფოკუსირდით დადებითზე.


 

მსგავსი პოსტები

ინტერვიუ მონიკა სკოტთან - ბლოგერის სამოგზაურო გამოცდილება
23 წლის მოგზაური შივია ნატი, რომელმაც მომთაბარე ცხოვრება აირჩია
"მიმართულებას ზღვა მიჩვენებს " - ვიტალი დავითაძე
დიპლომატი ნანუკა სალია მცირეწლოვან შვილთან ერთად 22 ქვეყანაშია ნამყოფი