Search logo

23 წლის მოგზაური შივია ნატი, რომელმაც მომთაბარე ცხოვრება აირჩია

23 წლის მოგზაური შივია ნატი, რომელმაც მომთაბარე ცხოვრება აირჩია

23 წლის ინდოელმა გოგონამ,  შივია ნატმა მიატოვა  სამსახური, გაყიდა თავისი ქონება და დაიწყო მოგზაურობა მსოფლიოში. ის ცხოვრობს მომთაბარე ცხოვრებით, ეძებს თავგადასავლებს. მას ეკუთვნის აზიის ტოპ რეიტინგული სამოგზაურო ბლოგი, The Shooting Star. ის ცხოვრობს და სუნთქავს  ტურიზმით და მისი მისიაა ადგილობრივ მოსახლეობასთან რაც შეიძლება მეტი კონტაქტის დამყარება.

-  სად არის სახლი?
- ჩემთვის სახლი გზაშია.  თითქმის სამი წლის წინ დავტოვე ჩემი ბინა, გავყიდე ჩემი ნივთების უმეტესი ნაწილი  და გაურკვეველი დროით დავტოვე ჩემი მშობლიური ადგილი. მე ვმოგზაურობდი მსოფლიოში ნელი ტემპით, ვუკავშირდები ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ცხოვრების წესს ვსწავლობ,  ამ ეტაპზე კი ვმუშაობ   ჩემი თავგადასავლების დასაფინანსებლად.

- გვითხარით, რას აკეთებთ და რა არის მისი მთავარი იდეა.

- ჩემი სამოგზაურო ბლოგი - Shooting Star - ჩემი თავგადასავლების ისტორიაა. ჩემი მოთხრობებითა და პრაქტიკული რჩევებით, მე მიზნად ვისახავ შთავაგონო ჩემს მკითხველს, გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან და შეისწავლონ სამყარო ნელა, პასუხისმგებლობით და თავგადასავლებით. ჩემი ბლოგი მოხვდა ინდოეთის და აზიის საუკეთესო სამოგზაურო ბლოგებს შორის და, როგორც პროფესიონალი მოგზაურობის ბლოგერი, ხშირად ვთანამშრომლობ ტურისტულ კომპანიებთან,, რომლებიც იზიარებენ ჩემს მოგზაურობის ფილოსოფიას.
- პირველი მოგონება მოგზაურობასთან დაკავშირებით

- ბევრი  მოგზაურისგან განსხვავებით, პატარა ასაკში არ ვმოგზაურობდი. სინგაპურში ვსწავლობდი და ვმუშაობდი.  ცოტათი გამოვიკვლიე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, მაგრამ ყველაზე გამორჩეული ადრეული მოგზაურობის მოგონება ჩემთვის პირველი შემთხვევაა, როცა მარტო ვიმოგზაურე სპიტის ცივ მთის უდაბნოში, ტრანს-ჰიმალაიებში.  პირველ მოგზაურობაში მე დავიძინე ირმის ნახტომის ქვეშ, გავცვალე ცხოვრებისეული ისტორიები ბუდისტ ბერებთან და მონაზვნებთან, რამაც მაჩუქა დაუვიწყარი მოგონებები.

- რამ გიბიძგათ მოგზაურობისკენ?

-პირველ რიგში ცნობისმოყვარეობამ. მინდოდა გამომეცნო, როგორ ცხოვრობენ ადამიანები შორეულ ადგილებში; როგორია სრულიად უცხო ადამიანის რწმენა, როცა უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდები; მართლაც შესაძლებელია თუ არა მეგობრობის დამყარება საერთო ენის გარეშე. პასუხები ყოველდღე მაკვირვებს.

- მოგვიყევით იმ მომენტის შესახებ, როდესაც თავგადასავლებისგან თავის დაღწევა გსურდათ?
-თავი ასე ვიგრძენი რამდენიმე თვის წინ, ეკვადორის ამაზონის ტროპიკული ტყეების სიღრმეში, ელექტროენერგიის და ყველანაირი გარესამყაროსთან კავშირის გარეშე დარჩენილმა. 

- რითი ამაყობთ ყველაზე მეტად?
-ავაშენე ცხოვრება, რომელიც არ შეესაბამება არანაირ ნორმებს. ეს ცხოვრება კი მე სიამოვნებას მანიჭებს.

- რაზე ოცნებობთ?

- მოტოციკლით მსურს მარტო მოგზაურობა, ირანში…

შივიას ისტორიებს თვალი შეგიძლიათ ადევნოთ Instagram-ზე @shivya.

ინტერვიუ მოამზადა responsibletravel.com-ის ჟურნალისტმა.
 


 

მსგავსი პოსტები

ინტერვიუ მონიკა სკოტთან - ბლოგერის სამოგზაურო გამოცდილება
როგორ ვასწავლოთ ინგლისური სამხრეთ კორეაში: ინტერვიუ ლიანთან
"მიმართულებას ზღვა მიჩვენებს " - ვიტალი დავითაძე
დიპლომატი ნანუკა სალია მცირეწლოვან შვილთან ერთად 22 ქვეყანაშია ნამყოფი