მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ჰალკიდიკიზე მოგზაურობის შესახებ, ვიცი გამოადგებათ ეს ინფორმაცია.
ფრენა+სასტუმრო დაჯდა 1600ლარი 2 ადამიანი
აეროპორტიდან მიდის 79 (1€)ბოლო გაჩერებაზე ჩამოხვალთ და გაჰყვებით 36 (1€)ნომერს ჰალკიდიკის კტელამდე , კტელიდან 8 (12€)ნომერი მიდიოდა ჩვენ სასურველ ლოკაციამდე , ჰანიოტზე( იქ ეტყვით და გეტყვიან რა ნომერს გაჰყვეთ )
სასტუმრო რადგან ბუქინგზე ვნახეთ თუმცა , ინსტაგრამზე მოვიძიეთ და ისე დავჯავშნეთ დაგვიჯდა 350ევრო -2 ადამიანი 5დღე. სისუფთავე იდეალური, აუზი აქვს სასტუმროს და არ თქვათ სულ ერთიაო იმიტომ , რომ მართლა არ ვიცი როდის მაგრამ დიდი დრო გავატარეთ.
ზღვასთან და ყველაფერთან ახლოს იყო , ეს რაც შეეხება სასტუმროს და ახლა სხვა საკითხები
უფასო პლაჟი , წვენის აღება და წამოწოლა მითია თუ რეალობა ვერ დავადგინე, თუმცა უკეთესი ალტერნატივა იყო ჩვენთვის ნავით შესვლა და შორს ცურვა (20€ -1სთ ) (რადგან ნაპირთან უამრავი ადამიანია)
1სთ საკმარისი იყო ჩვენთვის ზღვაზე ყოფნისთვის ,რადგან უამრავი ადგილები გვქონდა სანახავი.
მანქანა ვიქირავეთ (35-40€) და წავედით
აფიტოსსზე და მოგვიანებით , კიდევ ერთ ძალიან ლამაზ ადგილას მზის ჩასვლისთვის.
არის ძალიან ლამაზი რესტორნები და ბარები ფოტოებს შეძლებისდაგვარად დავურთავ , იმდენად ლამაზი იყო ყველაფერი, რომ ფოტოების გადაღება მავიწყდებოდა (ახლა ვნანობ ) მინდოდა მთლიანად იქ ვყოფილიყავი .
ფულს რამდენსაც წაიღებთ იმდენი დაგეხარჯებათ
ნორმალური ფასებია მაღაზიაშიც, რესტორნებშიც და ბარებშიც
ჩემი რჩევა იქნება აქ (საქართველოში ) ნურაფერს იყიდით , ძალიან იაფად შეიძენთ ტანსაცმელს კუნძულზე , თან ისეთს რასაც ზუსტად გამოიყენებთ ზღვაზე
მზისგან დამცავიც კი იქ იყიდეთ.
ჩამოვედი და ჯერ ვერ გავიგე ამ სევდას რა ჰქვია და ვერც ის წასვლა ჯობია თუ წაუსვლელობა...
ბედნიერი დასვენება ყველას
ბლოგის ავტორია : ქეთი კაპანაძე
ბლოგი დაფუძნებულია ავტორის პირად გამოცდილებაზე