ალბანეთში და მაკედონიაში დიდი ხანია მინდა მოგზაურობა. წელს კი, საბოლოოდ დავადგი საშველი და გაგიზიარებთ თქვენც ყველა იმ რჩევას, რომელიც ვფიქრობ, რომ გამოგადგებათ.
ალბანეთში მოსახვედრად იოლი გზა:
ფრენა სალონიკში, სალონიკიდან რეინეარით კუნძულ კორფუზე და კორფუდან სარანდაში გემით.
სალონიკის ბილეთები ძალიან იაფად არის ხოლმე. რეინეარიც 22 ევრო დამიჯდა. ხოლო, კუნძულ კორფუდან ალბანეთამდე 20 ევრო გადავიხადე.
ალბანეთი არის აღმოუჩენელი სილამაზე. ულამაზესი სანაპიროები და მშვენიერი ზღვისპირა ქალაქები. იაფი კვება და სასტუმროები. ულამაზესი ვერანდითა და ზღვის ხედით ორმა ადამიანმა კაცზე 40 ლარი გადავიხადეთ.
თუ გინდათ, რომ სუფთა წყალში იცურაოთ და კარგ სანაპიროზე მიეფიცხოთ მზეს, ფული უნდა გადაიხადოთ შეზლონგში. 5 ევრო ერთი შეზლონგი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანი იქნებით. მთავარია ერთი შეზლონგი აიღოთ. Private სანაპირო ზოლი პირველად ვნახე.
აპარტამენტი სარანდაში:
https://www.booking.com/.../saranda-rooms-sarande1.en-gb...
აპარტამენტი ქსამილში:
https://www.booking.com/hotel/al/murati-ksamil.en-gb.html...
მაკედონიაში გადასასვლელად სარანდადან უნდა წახვიდეთ ავტობუსით ტირანაში. ტრანადან კი, სკოპიეში. გაითვალისწინეთ, რომ ეს ერთ დღეს წაიღებს. გზა გრძელია და გზისთვის ცალკე დღე გამოყავით.
სარანდა - ტირანა - სკოპიე - ფასი - ჯამში 37 ევრო
აუცილებელი რჩევაა, რომ იქონიოთ ქეში როგორც ალბანეთში, ისე მაკედონიაში. გადახდა ძალიან ჭირს ბარათით.
აპარტამენტი სკოპიეში:
https://www.booking.com/.../smart-apartments.en-gb.html...
გირჩევთ, რომ სკოპიედან წახვიდეთ მატკას კანიონზე. ფასი - 10 ევრო. ძველ ბაზარში რომ მიხვალთ, თითქმის ყველა სუვენირის მაღაზია სთავაზობს ტურისტებს ტურებს კანიონზე. ძალიან ლამაზი ადგილია და ღირს.
უსაფრთხოება:
მგონია, რომ ორივე ქვეყანა უსაფრთხოა. ( ეს ჩემი პირადი გამოცდილებაა!) არსად არ შეგვქმნია რაიმე პრობლემა. თუმცა, სიფრთხილე მაინც ყველგან საჭიროა, განსაკუთრებით ნივთებთან.
აუცილებლად მოსანახულებელი ადგილები სკოპიეში:
დედა ტერეზას მემორიალური მუზეუმი;
სამივე ხიდი, რომელიც მდინარეზეა გადებული;
მუსტაფა ფაშას მეჩეთი;
მაკედონიის მოედანი;
მატკას კანიონი;
თუ გსურთ ბიუჯეტურად მოგზაურობა, მოკლედ ალბანეთი და მაკედონია ნამდვილად ამისთვისაა.
ბედნიერი გზა !
ბლოგის ავტორია : გურო დავითლიძე
ბლოგი დაფუძნებულია ავტორის პირად გამოცდილებაზე