სტატიის ავტორია : ქეთი რუხაია
"მოგესალმებით... არც თუ ისე ბევრ ადგილას მიმოგზაურია..ყოველ შემთხვევაში, სურვილი გაცილებით მეტის მაქვს. ამიტომ ახლა მინდა ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ქალაქის შესახებ გიამბოთ... პრაღა... პრაღა ჩემი სიყვარულია-ო ასე იტყვიან ალბათ მავანნი და მეც დავეთანხმები. რით დავიწყო.. თავიდან ბოლომდე ჩემი დაგეგმილი ტურით წავედი.. (წავედი კი არა, ჩემი ჭკუის კიდევ 9 ადამიანი გავიყოლე ). მთავარი ყველა მოგზაურობისას არის ბიუჯეტი. ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს.. ნებისმიერი ბიუჯეტით შეიძლება იმოგზაურო, გააჩნია რა მოთხოვნები და პრიორიტეტები გაქვს. ბილეთები ვიყიდე ვიზ ეარზე, იაფად და წინასწარ. რიკოთის გაურკვეველი სიტუაციის გამო ქუთაისამდე წავედით მატარებლით, რითაც უზომოდ კმაყოფილი ვარ.. იმდენად, რომ შემდეგ მოგზაურობებზეც მხოლოდ მატარებლით ვიმგზავრებ. სასტუმრო და ტრანსფერი დავჯავშნე ბუქინგზე, რამდენიმე თვით ადრე. პრაღა შედგება 17 რაიონისგან, სასტუმროს დაჯავშნას ყოველთვის ცენტრში გირჩევთ. ჯობია სასტუმროში ცოტა მეტი გადაიხადოთ,რომ ყველა მნიშვნელოვანი ლოკაცია ახლოს გქონდეთ და შემდეგ იაროთ ფეხით. ვიდრე სასტუმრო ცოტა იაფად დაჯავშნოთ გარეუბანში და მერე ტრანსპორტში ხარჯოთ დრო და ფული. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. სასტუმრო დავჯავშნე პრაღა 1 ში. 3 ვარსკვლავიანი, მშვენიერი, სუფთა და მოწესრიგებული. ბრწყინვალე საუზმით. მოკლედ ძალიან კმაყოფილი დარჩა ჩემი 9 თანამგზავრიც კი .
ყველაფერი ისე ახლოს გვქონდა, რომ ტრანსპორტში საერთოდ არ ავსულვართ.. მხოლოდ ტრამვაიში ავედით, ისიც სასეირნოდ.. ბუქინგიდან დაჯავშნილი ტრანსფერიც სანდოა და კომფორტული. აეროპორტში დადის 2 ავტობუსი, 119 და 100, შეგიძლიათ ამ ავტობუსებითაც მიხვიდეთ მეტრომდე და შემდეგ თქვენს ლოკაციამდე. მგზავრობა საკმაოდ იაფია, ჩასარიცხ ავტომატებზე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა და ისე იმგზავროთ.. თუმცა 10 ადამიანისთვის ავტობუსით და ჩემოდნებით სიარული ცოტა ძნელი საკითხია, ამიტომ ტრანსფერი იდეალურად მოგვერგო. ამ ქალაქში სანახავი ადგილები და მუზეუმები უამრავია...შეგიძლიათ გაამზადოთ სია, რის ნახვას აპირებთ და შემდეგ თქვენი სასტუმროს ლოკაციიდან დაალაგოთ მარშრუტი გუგლ მეფით. ინტერნეტი გავიაქტიურე AIRALO, ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია, არსად გაუჭედია .
სანახაობებს რაც შეეხება, მთელი პრაღა სანახაობაა, ულამაზესი და საინტერესო.. აქ უკვე იგრძნობა ევროპა და სხვა ცივილიზაცია . ძირითადი სანახავი ადგილები: ვისეჰარდის სასახლე, ეროვნული მუზეუმი, ,კარლის ხიდი, ებრაული კვარტალი, ებრაელების სინაგოგა, POWDER TOWER (როგორ ითარგმნება,სათვალთვალო კოშკი ალბათ ), ასტრონომიული საათი, ფრანც კაფკას მბრუნავი თავი, ეკატერინე ალექსანდრიელის მართლმადიდებლური ტაძარი, წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, პრაღის ციხე-სიმაგრე, პეტრინის კოშკი და ფუნიკულორი. მსოფლიოში სახელგანთქმული ეროვნული ბიბლიოთეკა (სამწუხაროდ მე ვერ ვნახე, რემონტის გამო დაკეტილია მგონი ივლისამდე). საუკეთესოდაა განვითარებული ტრანსპორტი-მეტრო,ტრამვაი და ტრამი ყველა ფეხის ნაბიჯზეა, თუ დაგჭირდათ. ასევე ყველა ფეხის ნაბიჯზეა სტარბაქსი (ჩემსავით ყავის მოყვარულები შეაფასებენ).
რაც შეეხება კვებას და ლუდს... აქ უკვე სიტყვები არ მყოფნის და სრულიად ზედმეტია... ერთი რამ ვიცი ზუსტად, თბილისში კანჭს აღარ შევჭამ აღარასდროს... მინდა გაგიზიაროთ ის 2 ლოკაცია, რაც ჩემი აზრით საუკეთესოა... ერთი არის THE PORK'S და მეორე U KRALE BRABANETSKOVO. ორივე მათგანი კარლის ხიდთანაა და უპირობო, საუკეთესო რეკომენდაცია ჩემგან და ჩემი 9 მეგობრისგან... იმ ცნობილ მატარებლების რესტორანშიც ვიყავი, VYTOPNA REILWAY ჰქვია, სრული იმედგაცრუება და კრახი განვიცადე.. საკვების მხრივ- ულუფა მცირე, არც ისე გემრიელი და ძალიან ძვირია.. ერთადერთი თუ გინდათ ნახოთ მატარებელს როგორ მოაქვს თქვენი შეკვეთა.. სხვა არაფერი. მოკლედ, ჩემი სუბიექტური, მაგრამ ვფიქრობ ობიექტური დასკვნა... პრაღა შემიყვარდა უზომოდ და ეს ის ქალაქია სადაც აუცილებლად დავბრუნდები."
ბლოგი დაფუძნებულია ავტორის პირად გამოცდილებაზე