Search logo

მოგზაურობა ანგოლაში - ტურისტული ღირსშესანიშნაობები

მოგზაურობა ანგოლაში - ტურისტული ღირსშესანიშნაობები

ანგოლის ტურიზმი ძირითადად ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეზე, მათ შორის მდინარეებზე, ჩანჩქერებსა და სანაპიროებზეა დაფუძნებული. ანგოლის ტურიზმის ინდუსტრია ახალია და პორტ-კოლონიური სამოქალაქო ომის შემდეგ აღორძინდა. განსხვავებით რეგიონის სხვა ქვეყნებისგან, რომლებიც აშშ-ის, ევროპის კავშირისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლის ან ვიზის მარტივად აღების შესაძლებლობებს აძლევენ, ანგოლის სავიზო პოლიტიკა რთული და საბჭოთა კავშირის დროინდელი სავიზო მოთხოვნილებების (ოფიციალური მოწვევის წერილი, მოგზაურობის მიზნებისა და განზრახვის აღმნიშვნელი საბუთები, მოგზაურობის მარშრუტის ასლი, დაფინანსების დამადასტურებელი საბუთი და ა.შ.) მსგავსია. მსგავსი მოძველებული პროცედურის გამო კონკურენტულ საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ტურისტები ანგოლას უპირატესობას ნაკლებად ანიჭებენ.

კამეიას ეროვნული პარკი
კამეიას ეროვნული პარკი ანგოლის ერთ-ერთი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. პარკი მდებარეობს მოშიკოს პროვინციაში, ზღვის დონიდან 1100 მეტრის სიმაღლეზე. ეროვნულ პარკს სახელი ეწოდა იმ მუნიციპალიტეტის შესაბამისად, სადაც ის მდებარეობს. პარკის დიდი ნაწილი სეზონურად დატბორილი დაბლობებისგან შედგება, რომელიც მდინარე ზამბეზის აუზს მიეკუთვნება. პარკის ტერიტორია მოიცავს მიომბოს ტყეებსაც, რომელიც დასავლეთ ზამბიაში, ზამბეზის აუზში მდებარე ტყეების მსგავსია. პარკის საზღვართან ორი ტბა: კამეია და დილოლო (ანგოლის უდიდესი ტბა) მდებარეობს, რომლებიც წყლის ფრინველებით მდიდარ ლერწმებისა და ბალახების ჭაობებს მოიცავს.

კანგალადას ეროვნული პარკი
კანგადალას ეროვნული პარკი მდებარეობს ანგოლაში, მალანჟეს პროვინციაში. იგი ანგოლის უმცირესი ეროვნული პარკია და მოთავსებულია მდინარე კუიჟესა და მდინარე კვანზას ორ უსახელო ტერიტორიას შორის. პარკი 1963 წელს შეიქმნა, როდესაც ანგოლა ჯერ კიდევ პორტუგალიის კოლონია იყო.

 

იოანას ეროვნული პარკი

ბაობაბი იოანას ეროვნულ პარკში
ერთ-ერთი ტურისტული დანიშნულების ადგილია იოანას ეროვნული პარკი. იგი ნამიბეს პროვინციაში, ქალაქ ნამიბედან 200 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. პარკი 15 300 კმ²-ზეა გადაჭიმული და ანგოლის უდიდესი პარკია. იოანას ეროვნული პარკი ცნობილი უნიკალური ფლორითა და წარმოუდგენელი კლდოვანი წარმონაქმნებით.

მსგავსი პოსტები

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროები
მსოფლიოში ცნობილი იტალიური კერძები - მომზადების წესი
მოგზაურობა ალბანეთში - ის რაც უნდა იცოდე
მოგზაურობა ალჟირში - უძველესი ისტორია და შთამბეჭდავი ლანდშაფტები