ბლოგის ავტორია : Ta Tia
"მოკლედ ჩემმა მოგზაურობამაც საოცრად ჩაიარა... პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ვინც ბიუჯეტურ დასარჩენ ადგილს ეძებთ ცენტრში აუცილებლად დაუკავშირდით ნინო მსხილაძე-ს, ნამდვილად კარგი ადგილია, აეროპორტის ავტობუსი პირდაპირ ახლოს მიდის ბინასთან, რამბლაზე და გოთიკურ უბნებში 5 წუთში მოხვდებით, პლაზა კატალუნია და პლაზა ესპანიაც ახლოსაა. ბევრი რამ მომეწონა თუმცა ჩემი მოგზაურობა სრულყოფილი ნამდვილად ვერ იქნებოდა რომ არა სიჩესი(Sitges) პატარა, ზღვისპირა, ულამაზესი ქალაქი. ისეთი მშვიდი, ნათელი და საოცარი ქალაქია რომ შეყვარებული ვარ ამ ადგილზე, ვისაც ბარსელონას დამღლელი ტურის მერე განტვირთვა მოგინდებათ შეგიძლიათ ამ ქალაქს ესტუმროთ და განიტვირთოთ. ნინოსგან მიდის ავტობუსი L95 პირდაპირ სიჩესში და იქიდანაც იგივე ავტობუსით შეგიძლიათ დაბრუნება. ნახევარი საათის გზაა სულ. ამ ქალაქს თუ ესტუმრებით აუცილებლად ნახეთ წმინდა სებასტიანის სასაფლაო, პატარაა მუზეუმივითაა ისეთი “ლამაზია"
ბლოგი დაფუძნებულია ავტორის პირად გამოცდილებაზე