Search logo

მსოფლიოში ცნობილი იტალიური კერძები - მომზადების წესი

მსოფლიოში ცნობილი იტალიური კერძები - მომზადების წესი

ქვეყანა, რომელიც მდიდარია სითბოთი, ხელოვნებით, მუსიკით, არქიტექტურით, ისტორიით და, რა თქმა უნდა, სამზარეულოთი: მშვენიერი იტალია ცნობილია მთელ მსოფლიოში თავისი არაჩვეულებრივი კულინარიით - ქვეყანა, რომელიც გთავაზობთ კერძებს, რომლებსაც მთელი მსოფლიო აფასებს.

ვინ არ იცის პიცა, ლაზანია, სპაგეტი ან ჟელატო? ეს და მრავალი სხვა არის იმ უგემრიელეს კერძებს შორის, რომლებიც იტალიიდან იღებს სათავეს და ყველგან ცდილობენ მათ მომზადებას.

  • რიზოტო

    ზეითუნის ზეთში მოვშუშოთ ხახვი. როდესაც ხახვი გამჭვირვალე გახდება, დავუმატოთ გარეცხილი და დაწრეტილი ბრინჯი, მოვურიოთ. 2-3 წუთის შემდეგ დავუმატოთ ღვინო, ცეცხლს დავუწიოთ და 3 წუთი ვშუშოთ. დავუმატოთ ნახევარი ჭიქა ბულიონი და მოვურიოთ.

    4 წუთის შემდეგ, როცა ბრინჯი ბულიონს შეიწოვს, კიდევ ნახევარი ჭიქა ბულიონი დავუმატოთ და ვურიოთ. ასე უნდა მოვიქეცეთ, სანამ ბულიონს ბოლომდე გამოვიყენებთ.

    შეიძლება, რომ ბულიონი ცოტა მეტი ან ნაკლები დაგვჭირდეს. ბოლოს ბრინჯს დავუმატოთ კარაქი, მარილი და პარმეზანი. კარგად მოვურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

    ასე მომზადებულ რიზოტოს შეგვიძლია დავუმატოთ მოშუშული სოკო, სატაცური, პამიდორი, ზღვის პროდუქტები და სხვ.
     
  • პიცა

    ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაამატეთ თბილ წყალში გახსნილი საფუარი, მარილი, ზეთი, მოზილეთ ცომი, გადააფარეთ ტილო, დადგით თბილ ადგილას დაახლოებით 1-2 საათი. 
    როცა ცომი აფუვდება დაამუშავეთ, შემდეგ გააბრტყელეთ, დადეთ ტაფაზე, წაუსვით ზეთი, ზედ დაალაგეთ რგოლებად დაჭრილი პამიდორი, სოკო, მოაყარეთ მარილი და წვრილად დაჭრილი ნიორი, ლორის ნაჭრები, ძეხვი, მოაფშვენით ყველი, მოასხით ზეითუნის ზეთი, შედგით ცხელ ქურაში და აცხვეთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.სანამ გამზადდება რამოდენიმე წუთით ადრე ზემოდან დააწყვეთ წითელი და მწვანე მრგვლად დაჭრილი წიწაკა.
     
  • პასტა

    აადუღეთ წყალი, დაამატეთ მარილი და შემდეგ პასტა ფუსილი. ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. თუ თქვენ არ აპირებთ სოუსის ცალკე დამზადებას, მაშინ შემდეგი ინგრედიენტები პასტას დაამატეთ იგივე ქვაბში, მას შემდეგ რაც გადაწურავთ. პირველ რიგში ვამატებთ ზეითუნის ზეთს და კანგაცლილ პომიდორს ბადრიჯანთან ერთად. კარგად მოვთუშოთ, სიმშრალის შემთხვევაში დავამატოთ ოდნავ წყალი. შევურიოთ ხმელი პომიდორი და პაპრიკა. სულ ბოლოს დავამატოთ მწვანე რეჰანი და მოვაყაროთ რიკოტას ყველი. 

     
  • ლაზანია
    ავადაუღოთ ქვაბით წყალი, ჩავყაროთ მარილი და ჩავყაროთ ლაზანიას ფირფიტები. 1 წუთის მერე ამოვიღოთ და გადავავლოთ ცივი წყალი . დავალაგოთ სამზარეულოს სუფთა ტილოზე რომ ცოტა შეშრეს. ზოგ ფირფიტას არ სჭირდება წინასწარი მოხარშვა - შეამოწმეთ ეტიკეტზე.

    სოუსი:
    ხახვი, სტაფილო, ოხრახუში ძალიან წვრილად დაჭრილი მოვათავსოთ ქვაბში ზეთთან ერთად და მოვშუშოთ.
    დავუმატოთ ხორცი და გავაგრძელოთ შუშვა. მერე პამიდვრის სოუსი . ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე. ბოლოს მარილი.

    ბეშამელის სოუსი:

    კარაქი გავადნოთ, დაავმატოთ ფქვილი და გავაგრძელოთ შუშვა. დავასხათ რძე დავაყაროთ მარილი და მუსკატის კაკალი. მოვადუღოთ .

    ღუმელში შესადებ ტაფაში დავასხათ ხორცის სოუსი თხლად . მერე ასევე ძალიან თხელ ფენა ბეშამელი ( ღუმელში ცოხიბისას სოუსი რომ ძალაინ არ გამოშრეს )მერე ცომის ფენა . მოვაყაროთ პარმეზანი, მოცარელა, მოვასხათ კიდე ხორცის სოუსი და მეორე ფენა ცომი დავადოთ. ამ თანმიმდევრობით დავალაგოთ ცომის დანარჩენილი ნაწილი. ბოლოს მოვასხათ ბეშამელი და შევდოთ ღუმელში
    160 გრადუსზე სანამ ზედაპირი არ დაიფერება

     
  • ტორტელინი და რავიოლი

    ფქვილი ჩავყაროთ ღრმა ჯამში, ცენტრში გავუკეთოთ ჩაღრმავება და ჩავასხათ ამ ჩარღმავებაში ათქვეფილი კვერცხი, დავუმატოთ მარილი და ზეითუნის ზეთი. დავიწყოთ ცმის მოზელვა ჩანგლით. კიდეებიდან ნელ-ნელა შევურიოთ ფქვილი კვერცხს. ცომის მოზელვა ხელით დავამთავროთ.
    გაცილებით გაგიმარტივებთ საქმეს თუ ცომს სპეციალური მიქსერით მოზელთ, მაგრამ ხელით მოზელილი ცომი მიანც განსაკუთრებით გემრიელი გამოდის.
    გამზადებული ცომი ერთი 40 წუთი დავასვენოთ და შევუდგეთ ტორტელინის, რავიოლის ან სხვა პასტას მომზადებას.



 


 

მსგავსი პოსტები