მალდივებზე პირველი ვიზიტისთვის კუნძული ფულიდო ავარჩიე, რადგან აქამდე საკმაოდ ადვილია გადაადგილება და სხვა კუნძულებიდან ტურების უმეტესობა ზუსტად რომ ამ მიდამოში ტრიალებს, ერთ-ერთი მათგანი კი ჩვენს სანაპიროზეა.
ასე რომ, ერთჯერადი სანახაობის ნაცვლად ავირჩიე, ყოველგვარი დროის ლიმიტის და შეზღუდვების გარეშე, ყოველდღიურად გამომეკვება ზღვის კატები და მათთან ერთად მენებივრა.
როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, სხვა კუნძულებიდან გადაჭარბებული ტურისტული ნაკადის გამო, ნავებს დროის ლიმიტი დაუწესეს და თითოეულ ტურისტულ ნავს მხოლოდ 10 წუთი შეუძლია დაყოს ზღვის კატებთან.
ფულიდო ულამაზესი თეთრი სანაპიროთი და ლაჟვარდზე ლაჟვარდისფერი წლით გამოირჩევა, ფეხით მის შემოვლას სულ რაღაც 20 წუთი სჭირდება, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთ მხარეში მოხვედრას მხოლოდ 2 წუთი.
აქ იდეალური გარემოა, მთელი დღე წყალში გაატაროთ, შეხვდეთ უამრავ წყლის ბინადარს და ყოველდღე განსხვავებული აისი და დაისი ნახოთ, დილით ზღვის კატები გამოკვებოთ, საღამოს კი პირსთან მოსულ ზვიგენებს გაუმასპინძლდეთ.
ბლოგის ავტორია : თამთა კირვალიძე (მთა-მთა . Mta-Mta Traveler )
ბლოგი დაფუძნებულია ავტორის პირად გამოცდილებაზე