Search logo

აშშ-ში არალეგალურად ჩასულ ქართველებს აღარ მიიღებენ

აშშ-ში არალეგალურად ჩასულ ქართველებს აღარ მიიღებენ

Washington Examiner-ის ინფორმაციით, აშშ-ში არალეგალურად ჩასულ ქართველებს აღარ მიიღებენ და მათ არ ექნებათ თავშესაფრის მოთხოვნის უფლება. 

გამოცემა წერს, რომ სამხრეთ კალიფორნიაში, აშშ-ის სასაზღვრო პატრულის აგენტებს გადაეცათ მითითებები, რომლის მიხედვითაც აღმოსავლეთ ნახევარსფეროს 100-ზე მეტი ქვეყნიდან, რომელიც მოიცავს აფრიკას, აზიას, ავსტრალიასა და ევროპას, მხოლოდ ექვსი ქვეყნის მოქალაქეებს არ მიიღებენ შეერთებულ შტატებში და მათ არ ექნებათ თავშესაფრის მოთხოვნის უფლება. სწორედ აღნიშნულ ექვს ქვეყანას შორის მოხვდა საქართველო.

"მხოლოდ სრულწლოვანი პირები საქართველოდან, მოლდოვიდან, ყირგიზეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან მიმართავენ აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურს სწრაფი გაყვანისთვის. ყველა სხვა მიგრანტი აღმოსავლეთ ნახევარსფეროში "ძნელად ან ძალიან ძნელად მოსაშორებელი ქვეყნებიდან" გათავისუფლდებიან დოკუმენტების საფუძველზე, რომლებითაც ისინი აშშ-ის სასამართლოში გამოცხადდებიან," - წერია დოკუმენტში.

მსგავსი პოსტები