Search logo

ბაკურიანი - გაატარე სასიამოვნო ზაფხული

ბაკურიანი -  გაატარე სასიამოვნო ზაფხული

 თუ ზაფხული გიყვართ, მაგრამ გაუსაძლისი სიცხეების გამო არ გსურთ წელიწადის ეს ლამაზი დრო არასასიამოვნოდ გაატაროთ აუცილებლად უნდა ეწვიოთ საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ კურორტს- ბაკურიანს. ვისაც ზამთარი, თოვლი, თხილამურები და სრიალი უყვარს იდეალურ ადგილად ბაკურიანს დაასახელებს. ალბათ დედამიწაზე ძალიან ცოტაა ისეთი ადგილი, სადაც რადიკალურად განსხვავებულ ორ სეზონზე შესაძლებელია თანაბრად სასიამოვნო პირობებში დაისვენოთ. ამ ფაქტების გათვალისწინებით ბაკურიანს წლიურად უამრავი ადამიანი სტუმროს, არა მხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც.

ბაკურიანი — დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი . წარმოადგენს ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზის ბოლო პუნქტს. ბაკურიანში აღმოჩენილია მეგალითური კულტურის ნაშთი, შემორჩენილია ადრინდელი ფეოდალური ხანის საკულტო ნაგებობა „პანტნარის ტაძარი“. ბაკურიანი პოპულარული სამთო და სათხილამურო კურორტია.

ბაკურიანი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. 1932 წელს გაიხსნა პირველი სათხილამურო ბაზა. ბაკურიანიდან კოხტაგორის მთაზე (1,3 კმ) და ცხრაწყაროს უღელტეხილზე (3,5 კმ) გაყვანილია საბაგირო გზები, აგებულია სათხილამურო ტრამპლინები. დიდველის სათხილამურო გზებზე მოქმედებს ხელოვნური გათოვლიანება.

თუ გსურთ ეს ცხელი ზაფხულიც სასიამოვნოდ გაატაროთ შეგიძლიათ ახლავე დაჯავშნოთ ბინა თქვენი ოჯახისთვის მგზავრების მე-8 კორპუსში. ბინაში შექმნილია ყველანაირი პირობა კომფორტული დასვენებისთვის. 

ბინაში დაგხვდებათ : იზოლირებული საძინებელი, გასაშლელი დივანი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო, კეთილმოწყობილი სააბაზანო, აივანი უალამაზესი მთის ხედით. კორპუსში ასევე, არის სივრცე თქვენი პატარებისთვის.

 

 

დამატებითი დეტალებისთვის და დასაჯავშნად ეწვიეთ ბმულს : ქირავდება ბინა ბაკურიანში  

გაითვალისწინეთ, დიდი ხნით დაჯავშნის შემთხვევაში მოქმედებს განსაკუთრებული ფასდაკლება.


 

მსგავსი პოსტები