მალდივის რესპუბლიკამ ისრაელის პასპორტის მფლობელებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მიზეზად ღაზაში ომი დასახელდა.
ინდოეთის ოკეანის კუნძულოვანი ქვეყნის პრეზიდენტის ოფისმა, რომელიც თავისი მდიდრული კურორტებითა და თეთრი ქვიშის პლაჟებით არის ცნობილი, განცხადება რამდენიმე საათის წინ გააკეთა.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის მოქალაქეებს რეკომენდაცია გაუწია კუნძულზე მოგზაურობისგან თავი შეიკავონ, ხოლო იმ მოქალაქეებს რომლებიც ამჟამად იმყოფებიან რესპუბლიკაში სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.