Search logo

თავისუფლების ქანდაკება - აშშ-ის ყველაზე ცნობილი სიმბოლო

თავისუფლების ქანდაკება - აშშ-ის ყველაზე ცნობილი სიმბოლო

თავისუფლება მსოფლიოს განმანათლებელი , უკეთ ცნობილი როგორც თავისუფლების ქანდაკება — 1885 წელს საფრანგეთის მიერ აშშ-სთვის ნაბოძები მონუმენტი, რომელიც ლიბერტი-აილენდზე (თავისუფლების კუნძული) მდებარეობს ნიუ-იორკის უბეში, მდინარე ჰუდსონის შესართავთან, ამერიკაში ჩამოსულთათვის კეთილმოყვარეობის გამოხატვის ნიშნით. სპილენძის ქანდაკება, რომელიც 1886 წლის 28 ოქტომბერს გაიხსნა, ამერიკის შეერთებული შტატების მეასე წლისთავს მიეძღვნა და ამ ორ ერს შორის მეგობრობის გამოხატვის ჟესტი იყო.

ქანდაკების სკულპტორი იყო ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდი. ალექსანდრე გუსტავ ეიფელმა მონუმენტის შიგა სტრუქტურა დააპროექტა. იუჟინ-დე-დუკი იყო სპილენძის შერჩევისთვის პასუხისმგებელი. ამჟამად თავისუფლების ქანდაკება აშშ-ის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა და, უფრო ვრცელი მნიშვნელობით, ჩაგვრისგან განთავისუფლებას აღნიშნავს. მისი დადგმის დღიდან თვითმფრინავის ერამდე ეს იყო პირველი ნიშანი, რომელსაც აშშ-ში ჩამოსული მილიონობით ემიგრანტი ხედავდა ევროპიდან ოკეანის გადმოჭრის შემდეგ. მოქანდაკეებმა თავისუფლების ქანდაკებისთვის შთაგონებად როდოსის კოლოსი გამოიყენეს.

1984 წლიდან ქანდაკება შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

მსგავსი პოსტები

მინიატიურული ვენეცია ლოს-ანჯელესში - ირაკლი დანელიას ფოტორეპორტაჟი კალიფორნიიდან
აშშ-ში არალეგალურად ჩასულ ქართველებს აღარ მიიღებენ
ჰარვარდის უნივერსიტეტი
ტოპ 10 ყველაზე საშიში ქალაქი აშშ-ში