ხეივანში განთავსდა დეკორატიული საყვავილეები, ინსტალაციები, სკამები, ურნები და თანამედროვე ტიპის, ელექტრო მოწყობილობების დამტენებით აღჭურვილი, მოსასვენებელი გადახურული სივრცეები
ხეივანში შეიცვალა და განახლდა დენდროლოგია, რეგიონის კლიმატური პირობების შესაბამისად შერჩეული, სხვადასხვა ჯიშის 12000 მწვანე ნარგავით (ხე, ბუჩქი)
დასრულდა ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი 3 ლითონკონსტრუქციის საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის მშენებლობა
ხიდებზე მოეწყობა პანდუსის ტიპის სავალი ნაწილები, დეკორატიული ელემენტებითა და მრავალ ფუნქციური განათებებით. შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის, ხიდებზე განთავსდა ლიფტები