Search logo

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი - გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კურორტ შეკვეთილში. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავაფეროვანი კოლექციით, ბიომრავალფეროვნების შემეცნებისთვის საუკეთესო გარემოპირობებითა და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია არა მხლოდოდ შავიზღვისპირეთში, არაედ მთელს რეგიონში.

60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზორიკური ფლორის ათასობით სახეობას მთელი სრულფოფილებით წარმოგვიდგენს. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გაიხსნა 2020 წლის 15 ივლისს.

დენდროპარკი პირობითად ორ ნაწილად იყოფა:

18 ჰექტარზე გაშენდა საქართველოში მოძიებული ენდემური ჯიშის ხეები, რომლებიც საქარმთველოს სხვადასხვა კუთხიდანაა გადმორგული. კოლექცია 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ნიმუშისგან შედგება;
დარჩენილი 42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან, წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასწოლოვანი მცენარეა წარმოდგენილი.
მცენარეთა ეს ნიკალური კოლექცია მსოფლიო დენდროფლორის მრავალფეროვნებასა და ხემცენარეების შთამბეჭდავ სილამაზეს გვაზიარებს. სწორედ ამიტომ, ამ იშვიათ პარკს რეგიონის ეკოსისტემისთვის უდიდესი გამაჯანსაღებელი, ესთეტიკური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მნივნელობა აქვს.

 

წყარო : https://georgiantravelguide.com/ 

მსგავსი პოსტები

გომისმთა - მაღალმთიანი კლიმატური საზაფხულო კურორტი გურიაში
გურია საზღვაო ტურისტული სეზონისთვის მზადაა