Search logo

მოგზაურობა საფრანგეთში - რჩევები ბიუჯეტური ტურისთვის

მოგზაურობა საფრანგეთში - რჩევები ბიუჯეტური ტურისთვის

პარიზი, საფრანგეთის დედაქალაქი , მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ქალაქია. ტურისტული თვალსაზრისით, პარიზი ლონდონის შემდეგ მეორე ყველაზე პოპულარული ქალაქია ევროპაში. ამ სტატიაში თქვენ შეიტყობთ ქალაქის საუკეთესო ღირსშესანიშნაობებს , ასევე სასარგებლო სამოგზაურო რჩევებს , თუ როგორ მოხვდეთ პარიზში და როგორ დაზოგოთ ფული მოგზაურობისას .

ტურისტების თქმით პარიზი თითქოს სპეციალურად სტუმრების სიამოვნებისთვის არის შექმნილი. მისი ქუჩები, სკვერები, შენობები, ბაღები და ძეგლები მათ დაბრუნებისკენ უბიძგებს.

პარიზის სავიზიტო ბარათად მიჩნეულია საყოველთაოდ ცნობილი ეიფელის კოშკი, ტრიუმფის თაღი, ღვთისშმობლის ტაძარი, ლუვრის მუზეუმი და ა.შ.

თუ გაინტერესებთ როდის არის კარგი პერიოდი პარიზის მოსანახულებლად, ალბათ მარტივად გიპასუხებთ - ყ ო ვ ე ლ თ ვ ი ს !

 იმისდა მიხედვით, თუ საიდან დაფრინავთ, შეგიძლიათ მაქსიმალურად ისარგებლოთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებით, რომლებიც დაფრინავენ ქალაქში სხვა ევროპული ქალაქებიდან, ან განახორციელოთ მისი ერთ-ერთი პირდაპირი რეისი უფრო შორეული მიმართულებებიდან. თუ ბავშვებთან ერთად აპირებთ ამ ულამაზესი ქალაქის მონახულებას აუცილებლად ეწვით დისნეილენდს.

ამ უნიკალურ ქალაქში გამგზავრებამდე გირჩევთ, ცოტაოდენი წაიკითხოთ მისი ისტორია და მოიძიოთ სასარგებლო ინფორმაცია  პარიზის შესახებ, რაც ნამდვილად დაგეხმარებათ მოგზაურობის სასიამოვნოდ გატარებაში.

რაც შეეხება საცხოვრებელს, გირჩევთ ეწვიოთ ჩვენს საძიებო სისტემას, სადაც ნახავთ ყველა ტიპის სასტუმროს, ჰოსტელსა და აპარტამენტს  საუკეთესო ტარიფებით გარანტირებული . გარდა ამისა, უმეტეს შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ გადახდა მხოლოდ დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ. 

ახლა კი ცოტა რამ იმ ღირსშესანიშნაობების შესახებ რაც აუცილებლად უნდა ნახოთ პარიზში : 

ეიფელის კოშკი - სტრუქტურა შენდებოდა 1887-1889 წლებში როგორც ექსპო-იუნივერსელის შესასვლელი (1889), მსოფლიო გამოფენა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავის აღსანიშნავად იგეგმებოდა. მისი გეოგრაფიული კოორდინატებია 48°51′29″N, 2°17′40″E. კოშკის ინაუგურაცია მოხდა 1889 წლის 31 მარტს, ხოლო საზოგადოებისთვის კი ის 6 მაისს გაიხსნა. 300-მა მუშამ ააწყო 18.038 ლითონის (სუფთა სტრუქტურული ფოლადის ფორმა) ნახვრეტებიანი კონსოლი, გამოიყენეს რა 2.5 მილიონი ჭანჭიკი, მორის კოხლინის სტრუქტურის პროექტით.

შეცდომის რისკი ძალიან დიდი იყო, ვინაიდან თანამედროვე ცათამბჯენთაგან განსხვავებით კოშკს ღია ჩონჩხი აქვს შუალედური სართულების გარეშე, ორი პლატფორმის გარდა. თუმცა, ვინაიდან ეიფელმა წინასწარი ზომები მიიღო მუშათა უსაფრთხოებისთვის, მშენებლობის პერიოდში მხოლოდ ერთი მათგანი დაიღუპა, ოტისის ლიფტების დამონტაჟებისას.

თავდაპირველად საზოგადოების რეაქცია კოშკის მიმართ მკვეთრად უარყოფითი იყო, ვინაიდან უმრავლესობას იგი თვალში ხინჯად ხვდებოდა. თუმცა ამჟამად ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმტაც სტრუქტურული ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევა.

ჰოლივუდის ერთი ყველაზე დიდი კლიშეა - პარიზული ფანჯრიდან აუცილებლად უნდა ჩანდეს ეიფელის კოშკი. რეალურად, ზონური შეზღუდვების გამო პარიზში შენობათა სიმაღლეზე ზღვარი რამდენიმე სართულით შემოიფარგლება და ამიტომ მხოლოდ რამდენიმე შედარებით მაღალ შენობას აქვს კოშკზე წმინდა ხედი.

თავდაპირველად ეიფელს უფლება ჰქონდა აგებული კოშკი 20 წლით მდგარიყო, საკუთარი ხარჯების ამოსაღებად, თუმცა მოგვიანებით კოშკმა საკომუნიკაციო დანიშნულებაც მიიღო და ვადის გასვლის შემდეგაც გადაწყდა მისი დატოვება.

ტრიუმფალური თაღი - 50 მ სიმაღლის, 45 მ სიგანისა და 22 მ სისქის ეს თაღი მსოფლიოში ყველაზე მაღალი სატრიუმფო თაღი იყო 1938 წლამდე, სანამ მეხიკოში რევოლუციის მონუმენტს არ ააშენებდნენ. ახლა ის სიდიდით მეორეა მსოფლიოში. იგი იმდენად დიდია, რომ 1919 წელს პირველი მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავად მფრინავმა შარლ გოდფრუამ მის ქვეშ ბიპლანით გაიფრინა.

ლუვრის მუზეუმი  — არქიტექტურული ძეგლი პარიზში. თავდაპირველად სამეფო სასახლე, შემდგომში მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამხატვრო მუზეუმი. მდებარეობს, მდინარე სენასა და რუ-დე-რივოლის შორის. მისი მთავარი მოედანი, რომელზეც ამჟამად ლუვრის პირამიდაა აღმართული, ერთ ხაზზეა შანზ-ელიზეს გასწვრივ და ამგვარად ქმნის ისტორიულ მონაკვეთს (Axe historique), რომელზეც პარიზის მრავალი ისტორიული მონუმენტია განლაგებული. ლუვრის სამეფო სასახლის ნაწილი საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნა 1793 წლის 8 ნოემბერს, საფრანგეთის რევოლუციის დროს.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი - აგრეთვე ცნობილი როგორც ნოტრ-დამი — გოტიკური საკათედრო ტაძარი პარიზის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე სენაში მდებარე კუნძულ სიტეზე. ის დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათედრალია (პარიზის ეპარქიის). პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება.

პარიზის ნოტრ-დამი ერთ-ერთი პირველი გოტიკური ტაძარი იყო და შენდებოდა მთელი გოთიკური პერიოდის განმავლობაში. მისი სკულპტურები და მოჭიქული მინა ნატურალიზმის ძლიერ გავლენაზე მიუთითებს, აძლევს უფრო სეკულარულ ხასიათს, რაც ადრეულ რომანულ ფორმებში ნაკლებად შეინიშნებოდა.
 


 

მსგავსი პოსტები

პარიზში ველოტაქსის სერვისი ამოქმედდა
პარიზში ქართველი მხატვრის, გელა წულაძის სკულპტურა ყირამალა დაიდგა
5 დღე საფრანგეთში - ქალაქები, რომელიც უნდა ნახო
 საქართველოს თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრები პარიზში გაემგზავრა