Search logo

ვან გოგის მუზეუმი ამსტერდამში

ვან გოგის მუზეუმი ამსტერდამში

ვან გოგის მუზეუმი - ხელოვნების მუზეუმი, რომელშიც გამოფენილია ვინსენტ ვან გოგისა და მისი თანამედროვე ნიდერლანდელი მხატვრების ნამუშევრები. მდებარეობს ნიდერლანდებში, ამსტერდამში, ქალაქის სამხრეთ ნაწილში. საქალაქო მუზეუმსა და კონცერტგებაუსთან ახლოს.

მუზეუმი გაიხსნა 1973 წლის 2 ივნისს. მდებარეობს შენობებში, რომლის არქოტექტორებიც იყვნენ გერიტ რიტველდი და კიშო კუროკავა. მუზეუმში გამოფენილია ვინსენტ ვან გოგის ყველაზე მეტი ნამუშევარი.

2015 წელს მუზეუმმა 1,9 მილიონ სტუმარს უმასპინძლა, გახდა მე-2 ყველაზე ხშირად მონახულებადი მუზეუმი ჰოლანდიაში და 31-ე მუზეუმი მსოფლიოში.
არქიტექტირ გერიტ რიტველდის მიერ..რომელიც ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა, მშენებლობა კი საბოლოოდ 1973 ეწლს დასრულდა, და მისი კარიც გაიღო.

მუზეუმი, სადაც შეგიძლიათ ვან გოგის ნახატებში შეაბიჯოთ - ტაბულა

1998-1999 წლებში, შენობა განახლებული იქნა ნიდერლანდელი არქიტექტორის მარტინ ვან გურის მიერ საგამოფენო დარბაზის დიზაინი კი შეიმუშავა იაპონელმა არქიტექტორმა კიშო კიროკავამ.

2012 წლის ბოლოდან მუზეუმი 6 თვით კვლავ დაიკეტა გასაახლებლად. ამ პერიოდის განმავლობაში 75 ექსპონატი გამოიფინა ერმიტაჟის მუზეუმში.

2013 წლის 9 სექტემბერს, მუზეუმმა გამოისყიდა დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული ნამუშევარი, რომელსაც სხვა ნიდერლანდელი არტისტის სახელი მიეწერებოდა. ეს აიყო პირველი სრული ზომის ტილო რომელიც 1928 წლის შემდეგ იპოვნეს.მზის ჩასვლა მონმაჟურში ასახავს ხეებს, ბუჩქებს, ცას, დახატულია ვინსენტისათვის დამახასიათებელი ფუნჯის მონასმების სტილით. ის შეგვიძლია ზუსტად დავათარიღოთ ის რადგან ავტორი ნახატზე ძმისადმი, თეო ვან გოგისადმი მიწერილ წერილში საუბრობს და ამბობს, რომ ის 1888 წლის 4 ივლისს დახატა. 2013 წლის 9 სექტემბერს ვან გოგის მუზეუმმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნამუშევარი ვინსენტ ვან გოგს ეკუთვნის.

მსგავსი პოსტები